დავით კლდიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 80.77.49.85 ცვლილებების გაუქმება (№3410096)
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
დავით კლდიაშვილი დაიბადა იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. [[ხომული |ხომულში]] (ახლანდ. [[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი]]), ბაბუამისის,გაატარა. აზნაურდედამისი ნიკოკესარია ღოღობერიძისღოღობერიძე ჯერიყო კიდევხომულელი წელმაგარშეძლებული ოჯახშიაზნაურის გაატარანიკო ღოღობერიძის ერთადერთი ქალიშვილი. 7 წლის კლდიაშვილი [[ქუთაისი|ქუთაისში]] რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს [[რუსული ენა | რუსული ენის]] შესასწავლად. [[1872]] წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ([[1880]]) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა ([[1882]]). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს [[ბათუმი|ბათუმში]]. [[1905]]—[[1907]] რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.
 
[[1905]] წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. [[1915]] მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ [[1917]] წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.