ბუდუ მდივანი: განსხვავება გადახედვებს შორის

'''ბუდუ მდივანი''' ნამდვილი სახელი '''პოლიკაპრე მდივანი''' (დ. [[1877]] — გ. [[10 ივლისი]], [[1937]]) — [[ქართველები|ქართველი]] ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.
 
==ბიოგრაფია==
==ბიორგაფია==
სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, საიდანაც გაირიცხა რევოლუციური საქმიანობის გამო 1899 წელს. [[რსდმპ]](ბ) წევრი 1903 წლიდან. 1905-07 წლებში ეწეოდა აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას. [[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] შემდეგ ებმება სამხედრო საქმიანობაში. 1918 წლის 30 ნოემბრიდან 1919 წლის 13 თებერვლამდე კასპია-კავკასიის ფრონტის მეორე ფორმაციის მე-11 არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი, შემდეგ მე-10 არმიის პოლიტიკური განყოფილების უფროსი. 1920-21 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე და რკპ(ბ) კავკასიის ბიუროს წევრი. 1921 წლის 19 თებერვლიდან მაისამდე [[რსფსრ]]-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი [[თურქეთი]]ს ახალ მთავრობაში. 1921 წლის ივლისიდან 1922 წლის თებერვლამდე საქართველოს რევკომის თავმჯდომარე და ამიერკავკასიის საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე. 1922 წლის მარტიდან აპრილამდე [[საქართველოს სსრ]]-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. მხარს უჭერდა სსრკ-ში საქართველოს სრ-ს პირდაპირ გაწევრიანებას და არა [[ამიერკავკასიის სფსრ|ამიერკავკასიის ფედერაციის]] მეშვეობით. ამ პოზიციის გამო უწოდეს ნაციონალ-უკლონისტი. 1924 წლიდან ინიშნება [[საბჭოთა კავშირი]]ს სავაჭრო წარმომადგენლად საფრანგეთში. ოპოზიციური მოღვაწეობის გამო, 1928 წელს უკან გამოიწვიეს, გაათავისუფლეს ყველა დაკავებული თანამდებობიდან, გარიცხეს პარტიიდან და გადაასახლეს ციმბირში 3 წლით. 1931 წელს განაცხადა ოპოზიციური მუშაობის შეწყვეტის შესახებ და მოინანია შეცდომები. 1936 წლამდე ეკავა საქართველოს სსრ-ს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა. 1936 წელს ისევ დააპატიმრეს „ტროცკისტულ-ჯაშუშური ცენტრის“ მუშაობაში მონაწილეობის ბრალდებით. 1937 წლის 9 ივლისს საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. დახვრიტეს მეორე დღესვე.
 
==იხილეთ აგრეთვე==