სეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 5:
[[რა]] (რე), უზენაესი ღმერთი, ეგუება სამყაროს გაყოფას ორ საწყისად, კეთილ და ბოროტ ძალებად. პირველის განსახიერებაა ჰოროსი, მეორის — სეთი, რომლის ცხოველური თავიც მის ორმაგ, მხეცურ, ბოროტ ბუნებაზე მეტყველებს („სეთის თავი“ სიავის სინონიმია). ამ დუალიზმში სეთი და ჰოროსი მტრებიც არიან და მეგობრებიც. ჩანს, სეთი უდაბნოს, ამინდის, ცის ღმერთად იქცა, ჰოროსი კი მიწის ღვთაებად (ინარჩუნებს დემონურ ძალასაც).
 
სეთზე შექმნილია მითებიც, [[ოსირისი|ოსირისთან]] დაკავშირებით: ბოროტმა სეთმა მოკლა და დააქუცმაცა ძმა ოსირისი, რომლის სხეულის ნაწილებიც აკრიფა მისმა დამ და მეუღლემ [[ისიდა]]მ. ჰოროსი აღდგა და დევნის სიკვდილის დემონს სეთს. შეხვდა და შეება. სეთის და ჰოროსის ბრძოლა ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. გამარჯვებული გამოდის ჰოროსი. ზოგჯერ სეთიც კეთილი ძალაა: რას ნავში რომ ზის, საზარელ ურჩხულს [[აპოპისი|აპოპისს]] (აპოფისს) ამარცხებს სიტყვით და საქმით, თუმც თვითონაც მისი განსახიერებაა. XVIII–XX დინასტიების ფარაონებმა ძლიერ აამაღლეს სეთი, როგორც ძლიერი, აგრესორი ღმერთი, მის სახელს ირქმევდნენ. როგორც მეომარი ღმერთი, უცხოეთში [[ლიბიურასი|ლიბიურასსა]] და ხეთელთა [[ტეშუპი|ტეშუპს]] დაემსგავსა. მოგიანებითმოგვიანებით ეგვიპტელებმა კვლავ შეიძულეს სეთი, ნგრევისა და უბედურების განსახიერებად აქციეს. ბერძნებმაც სეთის სახე გადაიღეს, როგორც [[ტიფონი]]ს ორეულისა, რომელსაც უდაბნოს ხორშაკიანი ქარისა მიწისძვრის სტიქიის სახედ რაცხდნენ. ეგვიპტეში მას ნიანგის სახეც ჰქონდა.
 
სეთის ძირითადი საბრძანისი ზემო ეგვიპტეა, იქ მეფობს ღმერთების დინასტიის ეს უბოროტესი პრინციპი, თუმცა მისი მეფობა ზოგჯერ ქრება. თითქმის ყველა გაგებით კულტურის მტერია, გარე-გარე დაძრწის, მტერს მოუძღვება, ხორშაკს ტეხს, მოუსვენარია. მისი ფერი, წითელი, სისხლისფერი, უბედურების, სიკვდილისა და სიღატაკის სიმბოლო იყო ხალხის ცნობიერებაში: მას სწირავდნენ ანტილოპას, ვირსა და ღორს, უწმინდურ ცხოველს, ამით კლავდნენ თვით სეთს და სწირავდნენ მსხვერპლად სხვა კეთილ ღმერთებს, რომელთაც ველური სეთი ემტერებოდა, ქირდავდა, ამცირებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სეთი“-დან