ედოგავა რამპო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
== ბიოგრაფია ==
1894 წლის 21 ოქტომბერს ქალაქ [[ნაბარიში]], კლერკის ოჯახში დაიბადა. ცოტა ხანში მისი ოჯახი [[ნაგოიში]] გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ტარო სკოლაში შეიყვანეს. თითქმის მაშინვე დაინტერესდა დეტექტივებით, რომლებსაც ადგილობრივ გაზეთებში კითხულობდა. სულ მალე თანატოლებთან ერთად საბავშვო ჟურნალების გამოშვება დაიწყო. ამ გატაცებამ უნივერსიტეტის წლებამდეც კი გასტანა. 1913 წელს ვასედას უნივერსიტეტში პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. სტუდენტობის წლებშივე გაეცნო [[ართურ კონან დოილი|ართურ კონან დოილისა]] და [[ედგარ ალან პო|ედგარ ალან პოს]] მოთხრობებს, რომლებმაც შემდგომ დიდი გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაზე. მალე პირველი საკუთარი მოთხრობა დაწერა და ლიტერატურულ ჟურნალში გაგზავნა, თუმცა დაუწუნეს და არ დაუბეჭდეს.1916 წელს აგვისტოში უნივერსიტეტი დაამთავრა და [[ოსაკა|ოსაკაში]] გაანაწილეს სამუშაოდ, თუმცა დიდხანს ვერსად ჩერდებოდა. მცირე ხანს ვაჭრობაც სცადა - ძმებთან ერთად [[ტოკიო|ტოკიოში]] გადავიდა, სადაც წიგნების მაღაზია გახსნა და თვითონაც მცირე ხანს იქვე მუშაობდა. პარალელურად ჟურნალებთან თანამშრომლობდა, წერდა მულტფილმების სცენარებს.1922 წელს დაწერა მოთხრობა „[[ბრინჯაოს მონეტა“მონეტა]], რომელიც ერთ წელიწადში გამოაქვეყნა ფსევდონიმით ედოგავა რამპო - ეს სახელი ედგარ ალან პოს სახელის მიმსგავსებით დაირქვა. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს იაპონური დეტექტიური ლიტერატურა. რამპომ იაპონიაში დეტექტივების მოყვარულთა კლუბიც დააარსა, რომლის პირველი პრეზიდენტი თავადვე იყო, აქტიურად წერდა და აქვეყნებდა რომანებს, მოთხრობებს, მალე კრებულების გამოცემაც დაიწყო. კითხულობდა ლექციებს და წერდა გამოკვლევებს დეტექტიური ჟანრის შესახებ. რამპო ასევე წერდა მოთხრობებს მოზარდებისთვის. 1954 წელს ტოკიოში მისი სამოცი წლის იუბილე აღინიშნა, რომლის დროსაც რამპომ თავისი სახელობის პრიზის დაარსების შესახებ გამოაცხადა. 1961 წელს ხელოვნებისა და ლიტერატურის ოსტატთა აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. 1965 წლის 28 ივლისს ცნობილი მწერალი ინსულტით გარდაიცვალა.
 
== ნაწარმოებები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედოგავა_რამპო“-დან