ქარელის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 80:
 
[[იმერხევი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|იმერხევში]] მდებარეობს [[ძაძვის კომპლექსი]]. იგი თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით, ნახმარია ქვიშაქვის პირგათლილი ლოდებიც, კონსტრუქციული ნაწილები და წირთხლები ამოყვანილია კარგად დამუშავებული შირიმის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ორივე კარი შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან გადახურულია [[არქიტრავი|არქიტრავით]]. სამხრეთ შესასვლელი ძალიან ფართოა. ეკლესია დაბალი და განიერია. ნალისებრი აფსიდი ღრმა და ფართოა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია დიდი, ინტერიერისკენ გაფართოებული სარკმელი. საკურთხეველს ფაქიზად შესრულებული გეომეტრიული და ფოთლოვანი ორნამენტით შემკული რვაწახნაგასვეტებიანი მოჩუქურთმებული  [[კანკელი]] ჰქონია. კანკელი ეკლესიის თანადროულია. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში იგი შეუკეთებიათ და ახალი დეტალებით შეუვსიათ. დარბაზის გრძივი კედლები ერთსაფეხურიანი  [[პილასტრი|პილასტრებით]] ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა. სამხრეთ შესასვლელის წირთხლები შემკულია მოყავისფრო საღებავით შესრულებული გეომეტრიული ორნამენტით. დასავლეთ კედლის კუთხეებში ერთსაფეხურიანი პილასტრებია შემორჩენილი.
 
==სქოლიო==
{{სქოლიოს სია}}
 
{{შიდა ქართლი}}
{{ქარელის მუნიციპალიტეტი}}
 
[[კატეგორია:ქარელის მუნიციპალიტეტი|*]]