მარშალის გეგმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Marshall Plan.png|მინი|300პქ|ევროპის მონაწილე ქვეყნები, წითელი სვეტები მიანიშნებს დახმარების საერთო დონეს ქვეყნების მიხედვით.]]
'''მარშალის გეგმა''' ({{lang-en|Marshall Plan}}), ოფიციალურად '''ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა''' (European Recovery Program - ERP) — [[აშშ]]-ის მთავარი პროგრამა [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ [[ევროპა|ევროპის]] აღმშენებლობისთვის. ინიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის [[ჯორჯ მარშალი]]ს პატივსაცემად. გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს, ძირითადად კი [[უილიამ კლინტონი|უილიამ კლეიტონმა]] და [[ჯორჯ კენანი|ჯორჯ კენანმა]].
 
რეკონსტრუქციის გეგმა დამუშავდა მონაწილე ევროპულ სახელმწიფოთა შეხვედრაზე [[1947]] წლის ივლისში. შეხვედრაზე [[საბჭოთა კავშირი]] და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც იყვნენ მოწვეული, თუმცა [[სტალინი|სტალინმა]] ეს გეგმა საბჭოეთისთვის საშიშროებად მიიჩნია, [[აშშ|ამერიკის]] იმპერიალისტური გეგმა უწოდა და ამგვარად, საბჭოთა ბლოკის ქვეყნები შეხვედრაზე არ დაუშვა. გეგმა ხორციელდებოდა 1947 წლის ივლისიდან დაწყებული ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში გაღებულ იქნა $13 მილიარდი [[ამერიკული დოლარი]]ს ღირებულების ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება − რაც [[2006]] წლის კურსით $130 მილიარდი ამერიკული დოლარის ექვივალენტურია (ინფლაციის გათვალისწინებით). ეს თანხა მოხმარდა ევროპის ქვეყნებს, რომლებიც [[ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია]]ში გაერთიანდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარშალის_გეგმა“-დან