მამია ალასანია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Mamia Alassania.jpg|მინი|მამია ალასანია]]
'''მამია ალასანია''' (დ. [[6 მაისი]], [[1943]], [[ზუგდიდიანაკლია]], — გ. [[27 სექტემბერი]], [[1993]], [[სოხუმი]]) — საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი]]ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსი (30 სექტემბერი, 1986 – 1 ნოემბერი, 1988 წ.).
 
== ბიოგრაფია ==
1943 წლის 6 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ [[ანაკლია]]ში, გიორგობის დღეს დაიბადა მამია ალასანია. იმავე წელს ალასანიების ოჯახი ზუგდიდში გადასახლდა. მამია ალასანიამ 1961 წელს ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.
 
მან სწავლა განაგრძო [[საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი]]ს ენერგეტიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ ისევ ზუგდიდში დაბრუნდა. იგი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა ზუგდიდის ენგურქაღალდკომბინატში ინჟინრად, ვიდრე არ გაემგზავრა მოსკოვში 1967 წელს, რათა [[მოსკოვი]]ს უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის [[სტუდენტი]] გამხდარიყო. 1970 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მამია ალასანია მუშაობას შეუდგა [[ბათუმი|ბათუმში]] აჭარის უშიშროების კომიტეტის სისტემაში. ბათუმში მუშაობის პერიოდში მამია ალასანია დაოჯახდა.
 
მამია ალასანია 1974 წლიდან სამუშაოდ თბილისში უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში გადავიდა და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მოგვიანებით კი [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისოლქი]]ს უშიშროების კომიტეტის უფროსი გახდა.
 
1980-81 წლებში ორჯერ, 6 და 9 თვით, ოპერატიული დავალებით მივლინებულ იქნა [[ავღანეთი|ავღანეთში]].
 
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ხდება ეროვნული უშიშროების სამსახურის ჩამოყალიბება საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროდ, რომლის შექმნისთანათვეშექმნისთანავე მამია ალასანია ბიუროს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 1992-93 წლებში იგი სპეციალური დავალებით, კონკრეტულად კი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით, გაგზავნეს [[სამეგრელო]]ს რეგიონში.
 
შემდეგ იყო [[აფხაზეთის ომი|ომი აფხაზეთში]]. [[1993]] წლის 27 სექტემბერს, ქალაქ [[სოხუმი|სოხუმში]] სეპარატისტებმა ორმოცდაათი წლის მამია ალასანია მოკლეს. მისი საფლავის მდებარეობა დღემდე უცნობია.
 
2017 წლის ოქტომბერში მამია ალასანიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.<ref>[http://www.tabula.ge/ge/story/125370-afxazetidan-gadmosvenebul-gmirebs-dghes-samxedro-pativit-dakrdzalaven აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ]</ref><ref>[http://www.tabula.ge/ge/story/125152-afxazetidan-gadmosvenebul-25-neshts-shoris-mamia-alasania-da-guram-gabeskiriac-arian აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 ნეშტს შორის მამია ალასანია და გურამ გაბესკირიაც არიან]</ref><ref>[https://www.kvirispalitra.ge/public/37505-guram-gabeskiria-mamia-alasania-da-kidev-23-adamiani-gadmoasvenes-afkhazethidan.html?device=xhtml გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ 23 ადამიანი გადმოასვენეს აფხაზეთიდან]</ref>.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
==რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამია_ალასანია“-დან