სერგო კლდიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: დავამატო თუ ვინ დაიბადა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
149.3.69.94-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 4:
 
==ბიოგრაფია==
სერგო კლდიაშვილი დაიბადა [[დავით კლდიაშვილი]]ს ოჯახში. [[1913]] წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ მოუსწრო რევოლუციამ და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. მისი პირველი ლიტერატურული მინიატურა ჯერ კიდევ [[1911]] წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სინათლეში“. იგი ქართველ მწერალთა იმ თაობას ეკუთვნის, რომლებმაც დააარსეს ცისფერყანწელთა ლიტერატურული ორდენი და უძველესი ქართული ლიტერატურული ტრადიცია ახალი შინაარსითა და ფორმებით გაამდიდრეს.
 
მკითხველი დიდი ინტერესით შეხვდა მწერლის 2 რომანს „ფერფლს“ და „მყუდრო სავანეს“. ს. კლდიაშვილის სახელს უშუალოდ დაუკავშირდა ქართული ნოველის შექმნა, იგი სამართლიანად ითვლება ამ ჟანრის ერთ-ერთ გამოჩენილ ოსტატად. მისი ნოველები და მინიატურბი — „ჭინკა ბიჭები“, „გორგასლის თასი“, „შემოდგომის წვიმა“, „ჯორდანო ბრუნო“, „სოფლის გზაზე საქართველოში“, „შორეული ციალი“, „სვანური მოთხრობების“ მთელი ციკლი, სამართლიანად დამკვიდრდა ქართული ლიტერატურის ოქროს ფონდში.