ალექსანდრე აბაშელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up using AWB
ხაზი 5:
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის [[1906]] წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ([[1908]]) მუშაობდა თბილისში "კავკაზისა" და "ნოვაია რეჩის" რედაქციებში. აქ გამოქვეყნდა აბაშელის პირველი ლექსები [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]]. მისი პირველი ქართული ლექსი "შავი აჩრდილი" [[1910]] წელს დაიბეჭდა (ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება", № 28). 1905 წელს რევოლუციის ოპტიმისტური და რეაქციის პერიოდის სევდიანი განწყობილებები აირეკლა აბაშელის ლექსთა პირველ წიგნში "მზის სიცილი" (1913). კრებულის ძირითადი თემაა ე. წ. მზის კულტი, რომელსაც ორგანულად უკავშირდება რეალისტური და სიმბოლისტური ტენდენიები.
 
20-იანი წლების დასაწყისისათვის აბაშელის შემოქმედებაში მომძლავრდა დეკადენტური მოტივები (კრებული "ანთებული ხეივანი", 1923). იგი [[აკადემიური მწერლობის კავშირი|"აკადემიური მწერლობის კავშირის"]] აქტიური წევრი გახდა. საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ გარდაქმნასთან ერთად აბაშელის პოეზიაში ახალი ეტაპი დაიწყო (ლექსი "თბილისი", 1926). ლექსთა წიგნში "გაბზარული სარკე" ([[1929]]) პოეტი "ეპოქისათვის თანამგზავრული სიმღერის" თქმას მოითხოვდა.
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — '''ეკატერინე ისაიას ასული ბრაილოვსკაია''' (დ. [[1894]], იუზოვკა (ახლანდელი [[დონეცკი]]) — გ. [[27 ოქტომბერი]], [[1966]], [[თბილისი]]).
ხაზი 12:
აბაშელის შემოქმედებაში დამკვიდრდა ახალი ქვეყნის მშენებლობის თემატიკა. სამამულო ომის დროს დაწერილ ლექსებში პოეტმა უმღერა საბჭოთა ხალხის გმირობას.
 
მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები და რომანები "[[ქალი სარკეში]]" (1930), "ატმის ყვავილი" (გამოქვეყნდა 1959), კრიტიკული წერილები. დაუმთავრებელი დარჩა რომანი "ირმა". მისი რედაქციით გამოვიდა [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველას]] თხზულებათა პირველი სრული კრებული. დაჯილდოებულია [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის ორდენით]].
 
სულ ათიოდე ლექსი ჰქონდა გამოქვეყნებული ალექსანდრე აბაშელს, როცა გაზეთი „თემი“ წერდა: „ს. აბაშელის შემოქმედებამ ისე წაგვახალისა, რომ ჩვენი გაზეთის რედაქციამ გადაწყვიტა დანიშნოს ფულის პრემია საუკეთესო ქართული ლექსისათვის, რომელიც დაწერილი იქნება 1911 წლის განმავლობაში. ამისთვის ცალკე ჟიური იქნება დაარსებული. პრემიის რაოდენობა და პირობები და ჟიურის წევრების სახელები ამ მოკლე ხანში იქნება გამოცხადებული“. ჟიურის წევრთაგან მოვიხსენიებთ მხოლოდ აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს, კიტა აბაშიძეს და იაკობ ნიკოლაძეს, რომ ნათელი გახდეს მისი კომპეტენცია. 1911 წლის 28 ივნისს პრემია მიანიჭეს სატურნის ფსევდონიმით წარდგენილ ლექსს „მზე“. ნახევარი წლის შემდეგ გაირკვა, რომ „სატურნი“ არის ალექსანდრე აბაშელი.პოეტს ჯილდო თვით აკაკიმ გადასცა.
 
{{ციტირება|აკაკი წამოდგა, გადმომცა ფულიანი კონვერტი (პრემია), ჩამომართვა ხელი და მომილოცა... უმწვერვალეს მღელვარების ბურანში მყოფმა თითქოს ვიგრძენ, როგორ მოსწყდა აკაკის ნათელ შარავანდედს ერთი პატარა სხივი და დამეცა თავზე“}} - იგონებს ალექსანდრე აბაშელი 23 წლის შემდეგ.
სავსებით კანონზომიერია, რომ ალ. აბაშელმა რამდენიმე ლექსი უძღვნა აკაკის. პოეტი მიმართავს თავის დიდ წინაპარს:
„დგას საქართველო ოქროს თასივით
თასივით
შენი ლექსების ნექტარით სავსე“.
 
ლექსი 1935 წელს არის დაწერილი - აკაკის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ.
1926 წელს მან დაწერა ლექსი „წერილი ნოე ჩხიკვაძეს“, რომელშიც აღნიშნავს, რომ „დღეს... დაეცა ლოცვა და პოეზია“, რომ აღარ ისმის „ციდან ქუხილი ბარათაშვილის, მთიდან ყვირილი ვაჟას ხარისა“ და მათ სანაცვლოდ
სანაცვლოდ
„ახლა ქუხილი არ ისტამბება,
ხარი არ ჰყვირის მაღალ მთებიდან,
ლექსი დაახრჩო წვრილმა ამბებმა,
ამონაწერმა გაზეთებიდან“.
ამ მხრივ საინტერესოა ლექსების ციკლი „მამის სიკვდილი“, „ბებიაჩემი“, „პაპაჩემი“, რომლებიც დაწერილია 1928-1929 წლებში. ეს ის ხანაა, როცა მარქსისტულ-ლენინურ „თეორიასა და დებულებებს“ აზეპირებდნენ დიდსა და პატარას. არადა, ცხოვრება მათ გარეშეც შეიძლებოდა. პოეტი გვიხატავს სურათს დღეღამ მშრომელი ბებიისა, რომელიც ოთხმოცი წლის აღესრულა:
„რათ ჩავიმწარო დარჩენილი წელი ორიოდ,
ვიდრე მიხმობდეს ცხონებული ჩემი ბებია?
ოთხმოცი წელი გაატარა უთეორიოდ,
და მისი ბედი, ვიტყვი, ბევრჯერ შემხარბებია!..“

[[ბესარიონ ჟღენტი]]ს აზრით, ალექსანდრე აბაშელი მზის მომღერალია. „პოეტი უმღერის და ადიდებს მზეს, როგორც კოსმიურ, ზექვეყნიურ საწყისს, რომელსაც ვერ წვდება ჟამთა ბრუნვის უკუღმართობა, მზე მაღლა დგას სიკვდილ-ადიდებს მზეს, როგორც კოსმიურ, ზექვეყნიურ საწყისს, რომელსაც ვერ წვდება ჟამთა ბრუნვის უკუღმართობა, მზე მაღლა დგას სიკვდილ-სიცოცხლეზე, დროთა ცვალებადობაზე, მასში მარადიულობა და უკვდავებაა განხორციელებული. ამიტომაც მიელტვის მას ჟამთაბრუნვის სუსხით დაწყლულებული, ქვეყნად გაბატონებული ბოროტებისა და უკუღმართობის გამო აღშფოთებული სული“:
{{ციტირება|„მზეს არ ახსოვს შობის წამი, მზეს სიკვდილი არა სჯერა,
მან სიცოცხლე უკვდავების სიმთა ჟღერით ააძგერა!
დროს წაართვა ძლევის კვერთხი და დათრგუნა მით სიკვდილი!..
ნეტავ იმას, ვისაც ესმის აღმაფრენი მზის სიცილი!..“
 }}
 
სწორედ ეს სიტყვები წაუმძღვარა პოეტმა თავის ლექსთა პირველ წიგნს - „მზის სიცილი“  (1913 წ.), რომელიც „მრავალმხრივ სიმპტომატური და საყურადღებო მოვლენაა რევოლუციამდელ ქართულ პოეზიაში. სწორედ ამიტომაც ამ წიგნის გამოსვლამ თავის დროზე ცხოველი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია“ (ბ. ჟღენტი). შემდეგ ალ. აბაშელმა გამოსცა წიგნები „ანთებული ხეივანი“, „გაბზარული სარკე“, „მზე და სამშობლო“, რომლებშიც უფრო და უფრო სრულყოფილად გამოჩნდა მზისა და სამშობლოს მომღერალი პოეტის შემოქმედება.
 
==ბიბლიოგრაფია==
ხაზი 68:
 
{{DEFAULTSORT:აბაშელი, ალექსანდრე}}
 
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1884]]