რომის კათოლიკური ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(193.153.213.184-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 178.134.172.30-ის მიერ რედაქტირებული ვერ...)
[[ფაილი:Pope Francis in March 2013.jpg|მინი|რომის პაპი [[ფრანცისკე]]]]
[[ეკლესია]], რომლის მოძღვრება [[კათოლიციზმი|კათოლიციზმია]], არის ყველაზე მრავალრიცხოვანი [[ქრისტიანობა|ქრისტიანული დენომინაცია]], რომელიც სხვა დენომინაციებისგან გამოირჩევა ინსტიტუციური ერთიანობით. 2005 წლის 31 დეკემბრისთვის კათოლიკეთა რიცხვი მსოფლიოში შეადგენდა 1.114.966.000-ს, რაც ქრისტიანობის 54,7%, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის 17,25%-ია.<ref>[http://www.fides.org/deu/documents/statistiche_ottobre_07_ted_.doc].</ref> კათოლიკე მორწმუნეები ოფიციალურად მსოფლიოს 238 ქვეყანაში არიან წარმოდგენილი. კათოლიკური ეკლესიის იერარქიას სათავეში უდგას რომის პაპი (ამჟამად [[ფრანცისკე]]), რომელიც ირჩევა [[კარდინალი (რელიგია)|კარდინალთა]] კოლეგიუმის მიერ (2007 წლის 5 აპრილისთვის კოლეგიუმში იმყოფებოდა 184 კარდინალი, აქედან 108 საარჩევნო უფლებით ანუ 80 წელზე ახალგაზრდა). კარდინლების შემდეგ პასუხისმგებლობა აკისრიათ სხვადასხვა რანგის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსებს]], რომელთა მთლიანი რაოდენობა 4.967-ია. ეპისკოპოსთა შორის გამორჩეულნია არიან პატრიარქები, რომელთა რაოდენობაც 13-ია (რომის გარდა), აქედან 3 ლათინური საპატრიარქოებს ([[ვენეცია]], [[იერუსალიმი]], [[ლისაბონი]]), ხოლო დანარჩენი 10 აღმოსავლური საპატრიარქოები. ზოგიერთი პატრიარქი ერთდროულად კარდინალიც შეიძლება იყოს. მღვდელთა რაოდენობა 2001 წლის მონაცემებით შეადგენს 405,067. მთელი კათოლიკური საეკლესიო ცხოვრების წესი დარეგულირებულია ეკლესიის კანონიკური კოდექსით, რომელიც ბოლოს 1983 ორ წიგნად გამოიცა: ერთი კოდექსი არეგულირებს ლათინური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს, ხოლო მეორე [[აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესია|აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს]]. ამის მიზეზია ის, რომ კათოლიკური ეკლესია აერთიანებს სხვადასხვა ლიტურგიულ წესს. 4 ლიტურგიული წესი დასავლური ტრადიციიდან მოდის: ძველი რომაული, ახალი რომაული, ამბროსიანული და მოზარაბული, და 4-იც აღმოსავლურიდან: სირიული რაც იგივეა რაც ძველი ასურული, სომხური, ბიზანტიური და ალექსანდრიული.