ვლადიმერ პოტაპოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} {{ინფოდაფა მწერალი | სახელი = ვლადიმერ პოტაპოვი | სურათი= |...
 
No edit summary
ხაზი 33:
}}
'''ვლადიმერ პოტაპოვი''' ({{lang-ru|Владимир Алексеевич Потапов}}; დ. [[1 მაისი]], [[1932]], [[კრასნი-ოქტიაბრი (ვესიოლის რაიონი)|კრასნი-ოქტიაბრი]], [[რსფსრ]], [[სსრკ]] — [[20 დეკემბერი]], [[2004]], [[ვესიოლი]], [[რუსეთი]]) — საბჭოთა და [[რუსები|რუსი]] მწერალი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი. რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი (1992).
 
== ბიოგრაფია ==
ვლადიმერ პოტაპოვი დაიბადა [[1932]] წლის 1 მაისს [[როსტოვის ოლქი]]ს ხუტორ [[კრასნი-ოქტიაბრი (ვესიოლის რაიონი)|კრასნი-ოქტიაბრში]], გლეხის ოჯახში. წერა ცამეტი წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი ლექსები სკოლის კედლის გაზეთში იბეჭდებოდა. თხზულებისათვის გემის შესახებ სახელად „სსრკ“, რომელიც „მსოფლიოს ყველა ქვეყანას წინ მიუძღვება“ და თავის ორ თანაკლასელთან ერთად დაწერილი ლექსის გამო დაიჭირეს. ავტორებს ბრალი დასდეს ანტისაბჭოთა ახალგაზრდული მოძრაობა „ტრიუმვირატის“ შექმნასა და მონაწილეობაში, რომელიც მიმართული იყო „სსრკ-ში საბჭოთა წყობის დასანგრევად“. თითოეულ მათგანს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამგვარად [[1947]] წლის თებერვალში თავისი ლექსების გამო, თოთხმეტი წლის ვლადიმერი „გულაგში“ მოხვდა, სადაც [[ვოლგა-დონის არხი]]ს მშენებლობაზე მუშაობდა. [[1953]] წლის ზაფხულში პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
 
გათავისუფლების შემდეგ ციმბირის სარკინიგზო ძალებში მსახურობდა. დაამთავრა საღამოს სკოლა. მუშაობდა მეღუმელედ, მნორმირებლად, [[1957]]—[[1962]] წლებში — რაიონული გაზეთის კორესპონდენტად, ვესიოლის გადასატანი მექანიზირებული კოლონის ინჟინრად (1963—1982), სამოქალაქო თავდაცვის შტაბის მეთაურად (1982—1991). [[1967]] წელს დაუსწრებლად დაამთავრა ლიტერატურული ინსტიტუტი.
 
სიცოცხლის ბოლო წლები ვლადიმერ პოტაპოვმა [[როსტოვის ოლქი]]ს ვესიოლის დასახლებაში გაატარა. გარდაიცვალა [[2004]] წლის 20 დეკემბერს.