ვლადიმერ მოლოჟავენკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
}}
'''ვლადიმერ მოლოჟავენკო''' ({{lang-ru|Владимир Семёнович Моложавенко}}; დ. [[28 დეკემბერი]], [[1924]], [[მოროზოვსკი]], [[რსფსრ]], [[სსრკ]] — გ. [[25 დეკემბერი]], [[2012]], [[დონის როსტოვი]], [[რუსეთი]]) — [[რუსები|რუსი]] და საბჭოთა მწერალი და ჟურნალისტი. სსრკ-ის მწერალთა კავშირის წევრი (1973). [[დიდი სამამულო ომი]]ს მონაწილე<ref>[http://rostov-region.ru/news/item/f00/s06/n0000675/index.shtml 90 лет со дня рождения краеведа Владимира Моложавенко]</ref>.
 
== ბიოგრაფია ==
ვლადიმერ მოლოჟავენკო [[1924]] წლის 28 დეკემბერს სტანიცა მოროზოვსკაიაში (ამჟამინდელი როსტოვის ოლქის ქალაქი მოროზოვსკი), რკინიგზის თანამშრომლის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, [[1942]] წლის დეკემბერში ჯარში გაიწვიეს. [[1943]] წლის იანვრიდან მსახურობდა მე-4 უკრაინის ფრონტის 239-ე მსროლელთა პოლკის ქვეითთა რიგითად, შემდეგ მეთაურობდა განყოფილებას, ოცეულს. მიიღო საბრძოლო ჭრილობა. დიდი სამამულო ომის დასრულებას პრაღაში შეხვდა სერჟანტის რანგში, ბატალიონის კომორგად. დაჯილდოვდა სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენითა და მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და სხვ.
 
დემობილიზებული ვლადიმერ მოლოჟავენკო ორთქლმავლის მემანქანის დამხმარედ მუშაობდა მოროზოვსკის დეპოში. შემდეგ სწავლა გააგრძელა მშრომელი ახალგაზრდობის საღამოს სკოლაში, ასპირანტურაში სწავლობდა მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში.
 
[[1947]] წლიდან ვლადიმერ მოლოჟავენკო ჟურნალისტური საქმიანობით დაკავდა. მუშაობდა რაიონული გაზეთის „Морозовский большевик“-ის ({{lang-ka|მოროზოვსკის ბოლშევიკი}}) პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ საოლქო გაზეთების „Комсомолец“-ის ({{lang-ka|კომკავშირელი}}), „Молот“-ისა ({{lang-ka|ურო}}) და საქალაქო გაზეთ „Вечерний Ростов“-ის ({{lang-ka|საღამოს როსტოვი}}) მდივნად.
 
[[1966]]—[[1970]] წლებში მუშოაბდა გამომცემლობა „Молот“-ის ({{lang-ka|ურო}}) დირექტორად.
 
==სქოლიო==