ლგბტ უფლებები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 23:
 
== საზოგადოების დამოკიდებულება ==
გამოკითხვების თანახმად რესპოდენტების უმეტესობას ურჩევნია ლოთი კოლეგა, ჰომოსექსუალ კოლეგას სამუშაოზე. იგივე გამოკითხვებით მოსახლეობის 91.5% ფიქრობს რომ ჰომოსექსუალობა "სავსებით„სავსებით მიუღებელია"მიუღებელია“ მათთვის.<ref>http://www.eurasianet.org/node/62902</ref>
 
2007 წლის ოქტომბერში, [[რუსთავი 2]]-ის რეალითი შოუ ბარი-4-ის ერთერთმა მონაწილემ, პაკო ტაბატაძემ პროდიუსერების დავალებით საჯაროდ გააკეთა განაცხადი თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ ([[კამინგ-აუტი|ქამინგ აუტი]]). საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერის, [[ილია II|ილია მეორის]] თხოვნის შემდეგ, პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აიძულა შოუს პროდიუსერები რამდენიმე დღეში დაეტოვებინა [[გეი]] კონკურსანტს სატელევიზიო შოუ.<ref>http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=6816&lang=geo</ref>. გადაცემის წამყვანს, ნინო ხოშტარიას პაკოს ქამინგ-აუტისა და გაგდების მიზეზებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
 
2016 წლის ივნისში ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგების თანახმად საზოგადოების დამოკიდებულება გეი და ლეზბოსელი ადამიანების მიმართ ერთნაირად ნეგატიურია; ბისექსუალი კაცებისა და ტრანსგენდერი ქალების მიმართ უფრო ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას, ვიდრე ბისექსუალი ქალებისა და ტრანსგენდერი კაცების მიმართ.<ref name=":0">http://women.ge/en/news/newsfeed/88/From%20Prejudice%20To%20Equality%3A%20study%20of%20societal%20attitudes%2C%20knowledge%20and%20information%20regarding%20the%20LGBT%20community%20and%20their%20rights</ref> კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქართველებში ბიფობია შედარებით უფრო მძაფრია, ვიდრე ჰომოფობია, რასაც ბისექსუალების ორიენტაციის "ცვალებადობით"„ცვალებადობით“ ხსნიან. ტრანსფობიას რაც შეეხება, მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო ტრანსფობები არიან, ვიდრე მდედრობითი სქესისანი. რესპოდენტთა პასუხების დიდი ნაწილი აიხსნება მათი პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებით. მემარჯვენე რელიგიური ფუნდამენტალისტები უფრო ხშირად ავლენენ ჰომოფობიურ, ბიფობიურ და ტრანსფობიურ დამოკიდებულებებს.
 
==სქოლიო==