ერმილე ნაკაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 69:
ნაკაშიძის სანიმუშო მეურნეობა მძიმედ დაზარალდა 1918 წლის გაზაფხულზე ოსმალეთის იმპერიის ჯარების მიერ ბათუმის ოლქისა და ოზურგეთის მაზრის დაკავების შემდეგ. ოსმალეთის ჯარები ქართულმა ძალებმა შეაჩერეს, თუმცა ოსმალებმა მოახერხეს ქალაქ ოზურგეთისა და მიმდებარე სოფლების დაკავება რამდენიმე თვით და მათი განადგურება. ამას შეეწირა ნაკაშიძის სახლი და მეურნეობა. მან მეურნეობის აღდგენა ვეღარ შეძლო და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.
 
1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ნაკაშიძე მუშაობდა მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში და კვლავ ცდილობდა ჩაისა და ციტრუსების გაშენების კამპანიის გაგრძელებას. მისი ძალისხმევით გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლები [[აკეთი|აკეთსა]] და [[გორაბერეჟოულისგორაბერეჟოული|გორაბერეჟოულში]]. მონაწილეობდა [[ნოსირი|ნოსირსა]] და მშობლიურ მაკვანეთში ჩაის მეურნეობების გაშენებაში, ზედამხედველობას უწევდა [[ჩაქვი]]ს, [[სალიბაური]]სა და [[ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ზედუბნის]] სახალხო სუბტროპიკულ მეურნეობებს. 1925 წელს ის [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს აგრონომიულმა ფაკულტეტმა ლექტორად მიიწვია, მაგრამ ასაკში შესულმა ნაკაშიძემ საუნივერსიტეტო საქმიანობა ვერ შეძლო. 1919 წელს [[პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში|რეპრესიებისას]] მას პენსია ჩამოართვეს, მაგრამ ძველი ნაცნობი ბოლშევიკების წყალობით, ისევ დაუბრუნეს. 1937 წლის რეპრესიებისას დააპატიმრეს მისი ვაჟი ლევანი, რომელსაც ფიზიკოსის განათლება საზღვარგარეთ, გერმანიაში, ჰქონდა მიღებული. შვილის ტრაგედია ნაკაშიძემ ვერ გადაიტანა და იმავე წელსვე გარდაიცვალა.
 
ერმილე ნაკაშიძის მეუღლე ივლიტა (იტა) ასათიანი იყო პედაგოგი, პუბლიცისტი, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|წერა–კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების]] წევრი. მან მეუღლესთან ერთად საკუთარ მამულში ოთხკლასიანი სკოლა დააარსა, სადაც ცოლ–ქმარი ერთად ასწავლიდნენ. მათი ოჯახი განათლებისა და კულტურის ერთ-ერთი კერა იყო გურიაში.