ერმილე ნაკაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: დაარსა → დააარსა using AWB
No edit summary
ხაზი 47:
| მეუღლეები = ივლიტა ასათიანი
| შვილები =
| მამა =ბეჟანკაცია ნაკაშიძე
| დედა =მაკა
| ნათესავები = [[ექვთიმე თაყაიშვილი]] <small>(მამიდაშვილი)</small>
ხაზი 59:
 
==ბიოგრაფია==
ისტორიული ცნობების თანახმად, [[ნაკაშიძეები]]ს წარჩინებული თავადური გვარიდან მაკვანეთში მხოლოდ ერმილე და ბეჟან ნაკაშიძეები ცხოვრობდნენ. მისი დედა, მაკა, რაჭის ერისთავის ასული იყო. ერმილე ნაკაშიძემ პირველადი განათლება სოფელ [[ლიხაური]]ს დაწყებით სკოლაში მიიღო, შემდეგ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში გადავიდა. აგრონომიის მიმართ ინტერესი ნაკაშიძემ ჯერ კიდევ ოზურგეთში, მოგვიანებითსკოლაში კისწავლისას გამოიჩინა. მან სახლში მოაწყო პატარა სანერგე, სადაც ნერგებს ამყნიდა და ახალი ჯიშები გამოჰყავდა. მან გამოიყვანა კაკლის გაუმჯობესებული ჯიში, რომელიც ძვირფას სამერქნე მასალას იძლეოდა. 1879 წლიდან ნაკაშიძემ სწავლა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში]] IV კლასის მოსწავლედ გააგრძელა. გიმნაზიაში ერმილესთანმასთან ერთად, მისი მკვიდრი მამიდაშვილი, [[ექვთიმე თაყაიშვილი]] და [[ნიკო მარი]] სწავლობდნენ. 1883 წელს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ნაკაშიძემ სწავლა პოლონეთში, ნოვოალექსანდრიის სასოფლო–სამეურნეო და სატყეო ინსტიტუტში გააგრძელა და ის სასწავლებელში ერთადერთი სტუდენტი იყო ამიერკავკასიიდან. სწავლის გასაგრძელებლად მან სტიპენდია ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკისგან მიიღო.
 
სწავლის დასრულების შემდეგ, 1886 წელს, ნაკაშიძე დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ და სამეურნეო ცხოვრებაში. დაბრუნებისთანავე, 1887 წლიდან, ნაკაშიძე ჩაერთო [[ილია წინამძღვრიშვილი]]ს მიერ დაფუძნებული ქართული სამეურნეო სკოლის მუშაობაში. იგი დაინიშნა სასწავლებლის მმართველად.
 
[[გურია]]–[[სამეგრელო]]სა და [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] ჩაის კულტურის ფართოდ გავრცელება სწორედ ერმილე ნაკაშიძის სახელს უკავშირდება, რომელმაც მოაწყო [[ჩაი]]ს პლანტაციები და თავისი ხელით რგავდა ჩაის ბუჩქებს. მან მოსახლეობას შინამრეწველური წესით ჩაის ფოთლის გადამუშავება შეასწავლა. ნაკაშიძემ სოფელ მაკვანეთში მდებარე თავის მამულში, ჩაის პლანტაცია გააშენა, სოფელ [[ზვანი|ზვანში]] კი [[მიხეილ ნაკაშიძე]]სთან ერთად, პირველი ჩაის ფაბრიკა ააგო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ფაბრიკაში გამოუშვეს პირველი ჩაი, რომელსაც ერმილე ნაკაშიძემ საკუთარი და მისივე მეუღლის, იტას (ივლიტა ასათიანი) სახელების მიხედვით „ერმილიტა“ დაარქვა. 1914 წელს ერმილე ნაკაშიძის ხელმძღვანელობით, ზვანის საცდელ პლანტაციაში, გურიაში პირველი, სრულყოფილი ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა აშენდა.
Line 65 ⟶ 67:
1909 წელს ერმილე ნაკაშიძე [[თხილი]]ს ჯიშების გასაცნობად და საუკეთესო ნერგების შესაძენად ლაზისტანში მიავლინეს, რის შემდეგაც მან თხილის საუკეთესო ჯიშები საქართველოში ჩამოიტანა.
 
ერმილე ნაკაშიძის მეუღლე ივლიტა (იტა) ასათიანი იყო პედაგოგი, პუბლიცისტი, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|წერა–კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების]] წევრი. იყო დამან მეუღლესთან ერთად საკუთარ მამულში ოთხკლასიანი სკოლა დააარსა, სადაც ცოლ – ქმარიცოლ–ქმარი ერთად ასწავლიდნენ. მათი ოჯახი განათლებისა და კულტურის ერთ-ერთი კერა იყო გურიაში.
 
ერმილე ნაკაშიძე ავტორია მრავალი სასოფლო-სამეურნეო შინაარსის წიგნისა. გარდაიცვალა 1937 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.