ვენის ალყა (1683): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} '''ვენის მეორე ალყა''' — დაპირისპირება [[ოსმალეთის იმპერია]...
(განსხვავება არ არის)

17:10, 14 აპრილი 2017-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}} ვენის მეორე ალყა — დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიასა და საღვთო რომის იმპერიას შორის, რომელიც შემდგომში ოსმალეთის სრულიად ქრისტიანულ სამყაროსთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიმდინარეობდა 1683 წლის ივლისიდან სექტემბრამდე. ვენის ალყა იქცა დიდი თურქული ომის დასაწყისად.

წინაისტორია

ოსმალეთის იმპერიას ვენის აღების მცდელობა 1683 წლამდე ბევრად ადრე, 1529 წელსაც ჰქონდა. იმ პერიოდში, ოსმალეთი თავისი განვითარების ზენიტში იყო. 1521 წელს ბელგრადის, ხოლო 1526 წელს უნგრეთის დიდი ნაწილის დაპყრობამ სულთან სულეიმან I-ს ვენის დაპყრობისკენ გაუხსნა გზა, თუმცა იმ შემთხვევაში ოსმალები ზამთრის მოახლოების გამო, 20 დღიანი უშედეგო ალყის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ეს კი ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

სულეიმან I-ის გარდაცვალების შემდგომ, ოსმალეთის იმპერიის გაძლიერება მნიშვნელოვნად შეფერხდა. 1606 წელს დადებული ჟიტვატოროკის ზავის შედეგად კი, საღვთო რომის იმპერიამ საბოლოოდ დააღწია ყოველწლიური ხარკის გადახდას. მიუხედავად ამისა, ოსმალებმა მაინც შეძლეს მოძლიერება. 1656 წელს დიდი ვეზირი გახდა ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა, რითაც ბოლო მოეღო ქალთა სულთანატს, რაც იმპერიაში თითქმის ყველა არეულობის მთავარი მიზეზი იყო. 1669 წელს ოსმალებმა გამარჯვებით დაასრულეს კრეტის ომი და კუნძული დაიპყრეს. 1672-1676 წლებში მიმდინარე ომში, რომელსაც სულთანი მეჰმედ IV მეთაურობდა, დაამარცხეს პოლონეთი და უკრაინის ნაწილს და პოდოლიას დაეუფლნენ.

1676 წლის 3 ნოემბერს იმპერიის დიდი ვეზირის პოსტს იკავებს ქარა მუსტაფა-ფაშა, რომელიც ჭკვიანი, თუმცა ზედმეტად ამბიციური პოლიტიკოსი იყო. ვენის დაპყრობაც სწორედ მისი ოცნება იყო. 1683 წელს ფაშა ვენის დასაპყრობად გაემართა. იმ პერიოდში, ოსმალეთის იმპერია საკუთარი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული.