შაჰრიარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 30:
}}
 
'''შაჰრიარი''' (დ. [[16 იანვარი]], [[1605]], აგრა — გ. [[23 იანვარი]], [[1628]] — [[მოგოლები|მოგოლი]] უფლისწული (შაჰზადა), [[დიდ მოგოლთა იმპერია|დიდ მოგოლთა იმპერიის]] დროებითი მმართველი [[1627]] წლის [[ნოემბერი|ნოემბრიდან]] [[1628]] წლის [[19 იანვარი|19 იანვრამდე]], იმპერატორ [[ჯაჰანგირი]]ს უმცროსი ვაჟი, [[თემურიდები|თემურიდების დინასტიის]] წარმომადგენელი. მამის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა [[ლაჰორი|ლაჰორში]] იყო და დროებით დაიკავა მოგოლთა ტახტი. მას მფარველობდა მისი დედობილი, მამამისის საყვარელი მეუღლე - [[ნურ-ჯაჰანი]].
 
 
== ბიოგრაფია ==
შაჰრიარი დაიბადა [[1605]] წლის [[16 იანვარი|16 იანვარს]] ქ.[[აგრა]]ში, ბაბუამისის, [[აქბარი]]ს მმართველობის პერიოდში. იმავე წელს მამამისი, ნურუდდინ მუჰამად სალიმ მირზა [[ჯაჰანგირი]]ს სახელით ავიდა [[დიდ მოგოლთა იმპერია|დიდ მოგოლთა]] საიმპერატორო ტახტზე. შაჰრიარის დედა, სალიჰა ბანუ ბეგუმი [[1609]] წელს გარდაიცვალა. ის აღზარდა მისმა დედინაცვალმა, ლამაზმა და გავლენიანმა [[ნურ-ჯაჰანი|ნურ ჯაჰანმა]]. შაჰრიარმა განათლება [[ქაშმირი|ქაშმირში]] მიიღო. სწავლულები მას რელიგიას, ხელოვნებასა და ომს ასწავლიდნენ. [[1621]] წელს იქორწინა ნურ-ჯაჰანის შვილზე, (რომელიც მოგოლი სარდლისგან ჰყავდა) ლადლი ბეგუმზე. ამავე წელს, ისევ ნურ-ჯაჰანის გავლენით, ჯაჰანგირმა დანიშნა ფერგანის მმართველად. მან მალევე მოიპოვა ავტორიტეტი ამ პროვინციაში და თავისი უფროსი ძმისთვის, [[შაჰ-ჯაჰანი]]სთვის ტახტის მოცილედ იქცა. [[1625]] წელს შაჰრიარი [[თჰათას]] მმართველი გახდა.
[[1627]] წელს მამამისი გარდაიცვალა და ტახტისათვის ბრძოლა დაიწყო. იმპერატორობის პრეტენდენტობის კანდიდატები იყვნენ შაჰ-ჯაჰანი, შაჰრიარი და მისი ძმისშვილი- დავარ ბაქში. ნურ-ჯაჰანმა შაჰრიარს მისცა უფლება ტახტზე ასულიყო და [[ლაჰორი|ლაჰორში]] აიღო ძალაუფლება ხელში. ამავდროულად [[აგრა]]ში იმპერატორად დავარ ბაქში გამოაცხადეს.იმპერია გაურკვევლობამ და დინასტიურმა დაპირისპირებებმა მოიცვა. საბოლოოდ, 3 თვის შემდეგ ჯაჰანგირის მე-3 ვაჟმა, შაჰ-ჯაჰანმა, ვეზირ, [[აზაფ ხანი]]ს დახმარებით მოახერხა დავარის, შაჰრიარისა და მისის ბიძაშვილების - გარშაფისა და ჰოშანგის დატყვევებმა. [[1628]] წლის [[19 იანვარი|19 იანვარს]] მოგოლთა რიგით მე-5 იმპერატორი გახდა [[შაჰ-ჯაჰანი]]. მისი ბრძანებით [[აზაფ ხანი|აზაფ ხანმა]] [[ლაჰორი|ლაჰორში]] სიკვდილით დასაჯა შაჰრიარი, დავარი და დანარჩენი ამბოხებული შაჰზადეები. შაჰრიარი დაკრძალეს ლაჰორში. მისი მომხრეები ამოხოცეს, ხოლო ნურ-ჯაჰანი ლაჰორის სასახლეში გამოკეტეს. მოგვიანებით შაჰრიარის ერთადერთი შვილი, არზანი ბეგუმი მითხოვდა შაჰ-ჯაჰანის შვილსა და მემკვიდრეს, იმპერატორ [[აურანგზები|აურანგზებს]].
 
== '''იხილეთ აგრეთვე''' ==
* [[თემურიდები]]
* [[დიდ მოგოლთა იმპერია]]
 
== ლიტერატურა ==
* Nur Jahan: Empress of Mughal India, by Ellison Banks Findly, Oxford University Press US. 2000. ISBN 0-19-507488-2.
* Bamber Gascoigne: ''Die Großmoguln - Glanz und Größe mohammedanischer Fürsten in Indien''. Prisma-Verlag, Gütersloh 1987, ISBN 3-570-09930-X
* Ellison Banks Findly: ''Nur Jahan, Empress of Mughal India''. Oxford University Press 1993, ISBN 0-19-507488-2
 
[[კატეგორია:დაბადებული 1605]]
== რესურსები ინტერნეტში ==
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1628]]
* Nur Jahan: Empress of Mughal India, by Ellison Banks Findly, Oxford University Press US. 2000. ISBN 0-19-507488-2.
[[კატეგორია:თემურიდები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შაჰრიარი“-დან