პინგვინისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
194.60.250.4-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Don'tPanic-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 18:
 
'''პინგვინისნაირნი''' ({{lang-la|Sphenisciformes}}) — [[ფრინველები|ფრინველთა]] რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახს (Spheniscidae), რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. მასა — 1,5-45 კგ, სხეულის სიგრძე 40-120 სმ. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 მ-მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად. ფეხები ცურვისას ასრულებენ საჭის როლს. გავრცელებული არიან ანტარქტიდის ნაპირებთან, სუბანტარქტიდის კუნძულებზე, ავსტრალიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაპირებზე, გალაპაგოსის კუნძულებზე. ბუდობენ დიდ კოლონიებად, ზოგი — წყვილებად ან პატარ-პატარა გუნდებად. დებენ 1-2 კვერცხს, იკვებებიან [[თევზები]]თ, თავფეხიანი [[მოლუსკები]]თა და [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირებით]].
 
მას შემდეგ, რაც [[დედალაური|დედალი]] პინგვინი [[კვერცხი (საკვები პროდუქტი)|კვერცხს]] დებს, დედის მოვალეობას მამალი კისრულობს და სანამ დედა პინგვინი გამოსაკვებად ზღვისკენ მიემართება, მამალი თავისი მუცლის ტყავის ნაკეცით კვერცხს ზემოდან ეფარება. დაახლოებით 65 დღის შემდეგ დედალი, რომელმაც უკან 150 კილომეტრი უნდა გამოიაროს, ყინულზე ბაჯბაჯითა და მუცელზე სრიალით ბრუნდება. თვითონ ის ფაქტი, რომ დედალი კოლონიას აგნებს, თავისთავად სასწაულია, მაგრამ როგორ პოულობს ის მამალსა და ახლად გამოჩეკილ ბარტყს ათიათასობით მყვირალა პინგვინთა შორის? ტრფობის პერიოდში თითოეული ფრინველი იმდენად კარგად იმახსოვრებს მეორის ხმას, რომ მრავალთვიანი განშორების შემდეგაც კი პოულობენ ერთმანეთს!
 
==საიმპერატორო პინგვინის ბუმბულის საფარველი==
საიმპერატორო პინგვინი ჰაერს ინახავს ბუმბულის საფარში. ეს მას არა მხოლოდ მკაცრი ყინვისგან იცავს, არამედ ორჯერ ან სამჯერ უფრო სწრაფად მოძრაობის საშუალებას აძლევს. საზღვაო [[ბიოლოგები]] აღნიშნავენ, რომ პინგვინები ამას ბუმბულებში შენახული ჰაერის პაწაწინა ბუშტულების გაშვებით ახერხებენ. ჰაერის გამოშვების შედეგად მცირდება ხახუნის ძალა პინგვინის სხეულის ზედაპირზე, რაც მას სწრაფად ცურვასა და ამოხტომაში ეხმარება.
 
საინტერესოა, რომ [[ინჟინერ-კონსტრუქტორი|ინჟინრები]] ცდილობენ, შექმნან ისეთი ხელოვნური ჰაერის ბუშტულები, რომელთა მეშვეობითაც შეამცირებენ ხახუნს გემის კორპუსზე და, ამგვარად, გაზრდიან გემის მოძრაობის სიჩქარეს. თუმცა, მკვლევრები აღიარებენ, რომ ტექნიკურად ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, რადგან „პინგვინის ბუმბული იმდენად რთული აგებულებისაა, რომ საკმაოდ ძნელი იქნება მისი ანალოგი ხელოვნური ფოროვანი მემბრანის შექმნა“.
 
 
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|8|64|ჟორდანია რ}}