თავდგირიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 26:
გვარის რამდენიმე წარმომადგენელმა [[ისლამი]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სულთნის მფარველობა მიიღო. 1718 წელს აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთან მაჰმუდისგან მიიღეს ბათუმის მხარე, გონიოს სანჯაყი, ანარია, ქისტაური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.
 
==მამუკა თავდგირიძე==
[[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|1768-74 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის]] დროს თავდგირიძეების ორი შტო ერთმანეთს დაუპირისპირდა. მირზაბეგ თავდგირიძის ვაჟი, მამუკა თავდგირიძე, [[ქობულეთი]]ს სარდალ-მოურავი და [[სოლომონ II]]-ის სიძე, აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. [[ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება 1774|ქუჩუქ-კაინარჯის ზავის]] შემდეგ, როდესაც ქვემო გურია ოსმალებმა დაიკავეს, მამუკა 400-კაციანი ამალით [[საჯავახო]]ში გადავიდა, ცოლ-შვილი კი მძევლად დატოვა. მამუკას ვაჟი, მაქსიმე, რომელსაც ოსმალებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გამაჰმადიანდა, სულეიმანად იწოდა და თურქებმა ქობულეთის სანჯაყის გამგებლად დანიშნეს. მამუკა თავდგირიძეს [[[მამია IV გურიელი|მამია IV გურიელმა]] უბოძა სოფელი [[აკეთი]]. მამუკა თავდგირიძემ ცოლად შეირთო მაქსიმელიშვილის ასული და ეყოლა ექვსი ვაჟი: გიორგი, მირზაბეგ, სოლომონ, ალექსანდრე, ფრიდონ, ალმასხან. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ აკეთში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს [[აკეთის მაცხოვარი|მაცხოვრის ტაძარი]]. მასვე შესწირეს [[თეთროსანი|თეთროსნის]] ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლის ხატი. 1817 წელს გიორგი თავდგირიძე გარდა ბოქაულთუხუცესობისა, ასევე ფლობდა გურიის სამთავროს სარდლისა და მდივანბეგის სახელოებსაც. 1850 წელს თავდგირიძეებს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] მთავრობამ თავადთა წოდება დაუმტკიცა.
 
==ალი-ფაშა თავდგირიძე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავდგირიძეები“-დან