ფუად შეჰაბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 51:
შეჰაბის პოლიტიკის ძირითადი ხაზი იყო შეენარჩუნებინა ბალანსი და ჰარმონია ქვეყნის ქრისტიან და მუსულმან მოსახლეობას შორის. მისმა პოლიტიკურმა პრინციპმა - დიალოგი და ზომიერება - მიიღო „შიჰაბიზმის“ სახელწოდება. ფუად შეჰაბი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით საკუთარ ქვეყანაში. ცნობილი იყო, როგორც პატიოსანი და წესიერი კაცი.
 
[[1964]] წელს მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამოიწურა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი მის კანდიდატურად განიხილავდა საუკეთესო ვარიანტად სტაბილურობისა და დემოკრატიული რეფორმების გატარებისათვის. მიმდინარეობდა საუბარი იმის შესახებ, რმ შეეცვალათ კონსტიტუცია, რათა ფუად შეჰაბს უფლება ჰქონოდა კენჭი ეყარა მეორე ვადითაც (ლიბანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არ შეეძლო მეორე ვადით ზედიზედ დაეკავებინა თანამდებობა), მაგრამ თავად ფუად შიჰაბმა უარყო ეს წინადადება და მხარი დაუჭირა [[შარლ ელუჰელუ]]ს კანდიდატურას, რომელიც გახდა კიდეც შეჰაბის პოლიტიკური მემკვიდრე. მოგვიანებით ფუად შეჰაბი აკრიტიკებდა შარლ ელუს, ლიბანის სამხრეთ ნაწილში პალესტინელი ბოევიკების შეიარაღებული ძალების ყოფნის გამო.
 
[[1970]] წელს პოლიტიკური ელიტა ელოდებოდა, რომ ფუად შიჰაბი კვლავ წამოაყენებდა თავის კანდიდატურა სპრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ მან უარი განაცხადა პრეზიდენტობაზე და მხარი დაუჭირა [[ილიას სარკისი|ილიას სარკისს]]. თუმცა პარლამენტში კენჭისყრის დროს ილიას სარკისმა არჩევნები წააგო [[სულეიმან ფრანჟიე]]სთან ერთი ხმით, რაც ლიბანის პოლიტიკურ წრეებში „შიჰაბიზმის ეპოქის“ დასასრულად შეაფასეს.
 
ფუად შიჰაბი გარდაიცვალა ბეირუთში [[1973]] წლის 25 აპრილს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფუად_შეჰაბი“-დან