ოდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.137.149.90-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 4:
 
ოდის განსხვავებული ტიპია გავრცელებული დასავლეთ საქართველოში: კვადრატული გეგმით აგებული, 3-6-ოთახიანი, ფანჯრებიანი ფიცრული სახლი, რომელსაც ხის აივანი და ჭერ-იატაკი აქვს. ოდას ჰქონდა ოთხფერდიანი სახურავი. გადასახურავად იყენებდნენ ყავარს და კრამიტს, იდგა ქვის ან ხის ბოძებზე. არსებობს ქვითკირის სართულზე (პალატებზე) გამართული ოდა, ე. წ. „პალატებიანი“ ოდა საცხოვრებლის ეს ტიპი გავრცელდა XIX საუკუნის II ნახევრიდან და შეცვალა შუაცეცხლიანი, მიწურიატაკიანი საჯალაბო სახლი („მუშა სახლი“, „დარბაზი“, „კათხა სახლი“, „სამზადისი“), რომელიც ახალ კომპლექსში სამზარეულო-საკუჭნაოდ გადაიქცა. ოდა სახლს საბოლოოდ ჩამოშორდა ბოსელი. ოდესღაც ერთიანი საცხოვრებელი ფართობი მოძრავი ტიხარების საშუალებით ცალკე ოთახებად დანაწევრდა; ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ გადაწყვეტაში უმთავრესი მნიშვნელობა შეიძინა აივანმა, რომლის განვითარებაში 3 საფეხური შეიმჩნევა: ადრეული ტიპისათვის დამახასიათებელია კვადრატული კვეთის უხვად მოჩუქურთმებული სვეტები კუთხეებში გამოყვანილი ნაშვერებით და გარსშემოყოლებული მერხებით. მომდევნო ხანებში გაჩნდა მრგვალი, ჩარხზე დამუშავებული სვეტები, თაღოვანი კარ-ფანჯრები, გაქრა მერხები და ამაღლდა რიკულებიანი [[მოაჯირი]]. განვითარების ბოლო საფეხურზე ბოძები შემსუბუქდა და 4 (8)-კუთხოვანი ფორმა დაუბრუნდა; ფიცრული აივანი აჟურულია, იმკობა სვეტების ზედა ნაწილი, ჩნდება ფიცრული აჟურული [[თარედი]] ან [[ფრიზი]]. საცხოვრებელის ეს ტიპი დღესაც ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში.
 
==ლიტერატურა==
*''სუმბაძე ლ., ცინცაძე ვ.,'' იმერეთის საბინაო ხუროთმოძღვრება, „ქართული ხელოვნება“, 1948, ტ. 2;
*''სუმბაძე ლ.,'' სამცხე-თრიალეთის თაკარებიანი ოდა, „მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია“, 1976, № 4;
*''ჩიტაია გ.,'' გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში, „მიმომხილველი“, 1926, ტ. 1;
*{{ქსე|7|498}}
 
[[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]]
[[კატეგორია:სახლი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოდა“-დან