'''საკმელა''' ({{lang-la|Cistus}}), — მცენარეთა გვარი [[საკმელასებრნი|საკმელასებრთა]] ოჯახისა. ბუჩქებია, სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ქეჩისებრ შებუსვილია ვარსკვლავისებრი და ჯირკვლოვანი ბეწვებით. საკმელა ხმელთაშუაზღვისპირეთის [[მაკვისი]]ს დამახასიათებელი მცენარეა. [[საქართველო]]ში 2 სახეობა იზრდება. მათგან [[კირქვების საკმელა|პონტური საკმელა]]ს (Cistus creticus) მოვარდისფრო ყვავილი აქვს. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე ფიჭვნარში და კირქვიან კლდოვან ფერდობებზე, აფხაზეთსა (ბიჭვინთა) და აჭარაში (როჭოხზე). იგი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში"[http://biodiversity-georgia.net/index.php?redlist=1]. მეორე სახეობას — [[სალბფოთოლა საკმელა]]ს (Cistus salvifolius) მოთეთრო-მოყვითალო ყვავილი აქვს. გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარასა და იმერეთში. ორივე სახეობა [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიული]] და [[თაფლოვანი მცენარეები|თაფლოვანია]]. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.