დავით სარაჯიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
სამშობლოში დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ შეირთო ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი. მათი ცოლ-ქმრობა, თუმცა უშვილო მაგრამ მშვიდობიანი და ბედნიერი იყო.
 
საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა [[კონიაკი | კონიაკის]] წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ [[საქართველო]] ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. დავითი ოცდატქევსმეტი წლის იყო როცა ხელი მიჰყო მრეწველობას და [[კავკავი|კავკავში]] არყის ქარხანა შეიძინა. არყის ხდას მოჰყვა ჯერ [[ლიქიორი]]ს ხოლო შემდეგ [[კონიაკი]]ს დაყენება. კონიაკის დაყენება მეფის რუსეთში პირველად დავით სარაჯიშვილმა დაიწყო და გაუკვალა გზა ამ ახალ მრეწველობას. [[1885]] სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. [[1888]] თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა [[ლიქიორი | ლიქიორის]] ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, [[მოსკოვი | მოსკოვში]], პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. [[1900]]-თვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. [[1889]]-[[1913]] სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით "ძველისძველმა"„ძველისძველმა“) და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.
 
==ქველმოქმედება==