დენთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Gunpowder1.png|მინიატიურა|დენთი სხვადასხვა ფორმით]]
'''დენთი''' — მტყორცნი თვისებების მქონე ფეთქებადი ნივთიერება. დენთის წვა განპირობებულია სითბოს გადაცემით შრიდან შრეზე და მდგრადია გარე წნევის ფართო ინტერვალში (1—10⁴ კგძ/სმ²). განასხვავებენ დენთის ორ სახეობას: ''უკვამლო'' და ''ნარევიან'' (შედგება საწვავისა და დამჟანგველისაგან) დენთს. ნარევიანი დენთის ერთ-ერთი სახეა ''კვამლიანი ანუ შავი დენთი''. შავი დენთი გოგირდის (10%), ხის ნახშირის (15%) და კალიუმის გვარჯილის (75%) მექანიკის ნარევია. ვარაუდობენ, რომ იგი პირველად ჩინეთში მიიღეს, საიდანაც შემდეგ დასავლეთში გავრცელდა XIII საუკუნეში, შავ დენთთან არის უშუალოდ დაკავშირებული არტილერიის განვითარება. მას იყენებენ ცეცხლგამთარი (ბიკფორდის) ზონრის დასამზადებლად, სანადირო თოფების ვაზნებში, სამთო სამუშაოებზე და სხვა სამხედრო საქმეში შავი დენთი ''უკვამლო'' დენთმა შეცვალა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დენთი“-დან