საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Willy2000-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 45:
|სქოლიო= <sup>'''1'''</sup>აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე [[აფხაზური ენა]].<br /><sup>'''2'''</sup>მოსახლეობის რიცხვში და სიმჭიდროვეში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.<br /><sup>'''3'''</sup>დაახლოებითი მონაცემები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.<br /><sup>'''4'''</sup>აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია [[რუსული რუბლი]].
}}
'''საქართველო''' ({{lang-ab|Қырҭтәыла}}; {{lang-en|Georgia}}) — სახელმწიფო [[ევრაზია]]ში, [[კავკასია]]ში, [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან [[რუსეთი]], სამხრეთიდან [[თურქეთი]] და [[სომხეთი]], და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან [[აზერბაიჯანი]]. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და [[დასავლეთი აზია|დასავლეთ აზიის]] გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
 
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული [[ქვის ხანა|ქვის ხანიდან]] მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები [[კოლხეთი]] და [[იბერია]], რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. [[ქრისტიანობა]] გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ [[XVI საუკუნე]]ში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. [[რუსეთის იმპერია|იმპერიულმა რუსეთმა]] ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. [[დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია|რუსეთის რევოლუციის]] შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]] (1918-21) [[ბოლშევიკები]]ს მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან [[საბჭოთა კავშირი]]ს ნაწილად იქცა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საქართველო“-დან