სომალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 116:
ოგადენის ომის შემდგომ პერიოდში ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში მოხდა საერთო კრიზისი. 1980-იან წლებში ქვეყნის ჩრდილოეთში დაიწყო [[სამოქალაქო ომი სომალიში|სამოქალაქო ომი]], ხოლო 1991 წელს გაგრძელებული კრიზისის შედეგად პრეზიდენტი მოჰამედ სიად ბარე გადააყენეს და ქვეყანა მოიცვა საერთო, მასიურმა ქაოსმა. მხოლოდ [[იემენი|იემენში]] გაიქცა არანაკლებ 60 ათასი ადამიანი.
 
=== ქაოსის პერიოდი ===
[[1991]] წლიდან [[2000]] წლამდე ქვეყანაში არ არსებობდა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა.
სომალიმ, როგორც სახელმწიფომ, ფაქტიურად შეწყვიტა თავისი არსებობა, დაკარგა რა ერთიანი სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი და დაიშალა ბევრ პატარ-პატარა ნაწილებად, რომლებსაც აკონტროლებდნენ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი საველე მეთაურები. ქვეყნის ჩრდილოეთმა ნაწილმა გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა, როგორც [[სომალილენდი]]ს რესპუბლიკა და რჩება შედარებით სტაბილური. ზოგიერთი წყაროები ემხრობიან იმ აზრს, რომ ქვეყანაში დღეისათვის არსებული მდგომარეობა არის ანარქიული<ref>{{cite news|url=http://www.bbc.co.uk/news/world-africa-12285365|title=Somalia: 20 years of anarchy|date=26 January 2011|publisher=BBC News|accessdate=2011-06-11}}</ref>.
 
1991-1992 წლებში ყველა სოციალური სტრუქტურების დაშლის შედეგად სომალიში დაიწყო ძლიერი შიმშილი, რის შედეგადაც დაიღუპა 300 000 ადამიანი. 1992 წლის დეკემბერში [[«იმედის აღორძინების» ოპერაცია|«იმედის აღორძინების» ოპერაციის]] ფარგლებში ქვეყანაში შეიყვანეს [[გაეროს სამშვიდობო ძალები]], რომლებიც იცავდნენ ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელი ორგანიზაციების თანამშრომლებს ადგილობრივი საველე მეთაურების მოქმედებებისაგან. ოპერაცია წარმატებული გამოდგა, მაგრამ გაეროს ძალები შეეცადნენ ჩარეულიყვნენ სომალის საშინაო კონფლიქტში, რამაც გამოიწვია მათი დაპირისპირება ქვეყნის პრეზიდენტობაზე ერთ-ერთი პრეტენდენტის, საველე მეთაურის — [[მოჰამედ ფარაჰ აიდიდი]]ს ბოევიკებთან. 1993 წლის 3 ოქტომბერს ბოევიკებსა და სამშვიდობოებს შორის რამდენიმე შებრძოლებისა და კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ბრძოლებში დაიღუპა 18 ამერიკელი ჯარისკაცი და ჩამოგდებული იქნა ორი [[ვერტმფრენი]]. [[აშშ]]-ში ეს მოვლენები საზოგადოებამ აღიქვა, როგორც ქვეყნის ჩათრევა სომალის სამოქალაქო ომში, რის გამოც პრეზიდენტ [[ბილ კლინტონი|ბილ კლინტონს]] მოუწია გამოეყვანა აშშ-ის [[ჯარი]] სომალიდან. 1995 წლის მარტში ქვეყანა დატოვეს გაეროს სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობოებმაც. 1996 წელს აიდიდის დაღუპვის შემდეგ ლიდერის როლი გადავიდა მისი შვილის — [[ჰუსეინ მოჰამედ ფარაჰ აიდიდი]]ს ხელში, მაგრამ მისი ფუნქცია უკვე ვერასოდეს ვეღარ ასრულებდა დიდ როლს ქვეყნის ცხოვრებაში.
სომალში ხშირად ხდება მთავრობების ცვლა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში შექმნილია ადგილობრივი მთავრობები, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. მათგან აღსანიშნავია ქვეყნის ჩრდილოეთით არსებული [[სომალილენდი]].
 
კონფლიქტი გადავიდა ფარულ სტადიაში, საბრძოლო შეტაკებები ხდებოდა მხოლოდ ისეთი ეკონომიკური მიზეზების გამო, როგორებიცაა იარაღის გაყიდვებისგან მიღებული შემოსავლების განაწილება ან რესურსების გატანაზე კონტროლი. სომალი გადაიქცა [[ინდოეთის ოკეანე]]ში [[მეკობრეობა სომალიში|მეკობრეების]] ბაზად. გემების და მძევლების აყვანა გახდა ხშირი მოვლენა. მეკობრეები სარგებლობდნენ კატერებით, ავტომატებით და ყუმბარმტყორცნებით.
 
2000 წელს იყო მცდელობა ქვეყნის გაერთიანებისა, როდესაც საველე მეთაურების წარმომადგენლებმა, რომლებიც შეიკრიბნენ [[ჯიბუტი]]ს ქალაქ [[არტა]]ში, პრეზიდენტად აირჩიეს საბჭოთა კავშირში უმაღლესგანათლებული [[აბდიქასიმ სალად ჰასანი]]. მაგრამ მასზე დამორჩილებაზე უარი განაცხადეს საველე მეთაურები, რომლებსაც ეთიოპია უჭერდა მხარს. 2004 წელს ეთიოპიის მხარდაჭერით შეიქმნა ალტერნატიული დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა [[აბდულაჰი იუსუფ აჰმედი]].
 
2004 წელს [[სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობა|სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის]] შექმნის შემდეგ, გარდამავალმა პარლამენტმა 2006 წლის დასაწყისში ჩაატარა პირველი სხდომა ქალაქ [[ბაიდოა]]ში. იმ მომენტში სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობა<ref>24) Grubeck N. Civilian harm in Somalia: Creating an Appropriate Response civilians in armed conflict series // Campaign for Innocent Victims in Conflict (CIVIC) Copyright © 2011. pp. 12-16.</ref> აკონტროლებდა პრაქტიკულად ყველა ტერიტორიას, სამხრეთი «მიკრო-ზონების» ჩათვლით. 2006 წლის მაისისათვის სომალის სამხრეთში დაიწყო ფრაქციებს შორის ბრძოლა, გაცილებით დიდი, ვიდრე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. [[ისლამური სასამართლოების კავშირი]] დაუპირისპირდა სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის კონფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერდა [[ამერიკის შეერთებული შტატები]].
 
2006 წლის გაზაფხულზე [[მოგადიშო]] გახდა ბრძოლების არენა ისლამური სასამართლოების კავშირის ისლამისტებსა და მშვიდობის აღორძინების კონტრტერორისტული ალიანსის პროამერიკულად განწყობილ საველე მეთაურებს შორის. 2006 წლის 5 ივნისს ისლამური სასამართლოების კავშირმა დაამყარა მთლიანი კონტროლი დედაქალაქზე, რომელშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა საველე მეთაურ «ინდაადის» ფორმირებებმა. 24 სექტემბერს ისლამური სასამართლოების კავშირმა უბრძოლველად დაამყარა კონტროლი [[კისმაიო]]ს სტრატეგიულ პორტზე.
 
რამდენიმე თვის შემდეგ ისლამური სასამართლოების კავშირი უკვე აკონტროლებდა ათიდან შვიდ რეგიონს სომალის სამხრეთში, [[მოგადიშო]]ს ჩათვლით. მათ ამას დაარქვეს «უპრეცენდენტო სტაბილურობის» პერიოდი და «დანაშაულთან ბრძოლაში უზარმაზარი წარმატება»<ref>Barnes C. SOAS and Hassan H. SMC. The Rise and Fall of Mogadishu’s Islamic Court. // Chatam House. Africa Programme, april 2007. AFP BP 07/02.</ref>. ბლოკპოსტების მოხსნამ, ნაგვისგან გასუფთავებამ, აერო- და საზღვაო პორტების გახსნამ, ასევე ფართე სასამართლო სისტემის აქცენტირებამ მოიტანა უსაფრთხოების და თავისუფლების ამაღლება. ჩამოყალიბებულმა რეჟიმმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა (95 %)<ref>[http://www.guardian.co.uk/world/2006/jun/26/mainsection.international|Rice X. Mogadishu’s miracle: peace in the world’s most lawless city. After 16 years of chaos, the warlords have left and the capital’s streets are quiet. Guardian, Monday 26 June 2006.]</ref>, რომელიც პირველად აღინიშნა 1991 წელს სომალის დაშლის შემდეგ. ისლამური სასამართლოების კავშირის გავლენის გაფართოვების საპასუხოდ ეთიოპიამ გაზარდა საკუთარი სამხედრო შენაერთები ბაიდოაში, ბაკულაში და გედოში სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარდასაჭერად. ისლამური სასამართლოების კავშირი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ ყველა უცხოურ ჯარს უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. შემდგომმა მოლაპარაკებებმა ხელი შეუწყო დიალოგს ისლამური სასამართლოების კავშირსა და სომალის გარდამავალ ფედერალურ მთავრობას შორის, მაგრამ ამ მოლაპარაკებებმა მარცხი განიცადა 2006 წლის მეორე ნახევარში. ასე რომ, ისლამურმა სასამართლოების კავშირმა და ეთიოპიამ მობილიზაცია გაუკეთეს თავიანთ ჯარს. 2006 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ მოხსენებაში გაერომ გამოთქვა წუხილი ქვეყანაში იარაღის უკონტროლო ნაკადის დინების მიმართ, რომელშიც მის მიწოდებაზე არსებული ემბარგოს დამრღვევი ათობით სახელმწიფო იყო გარეული. ამავდროულად გაჩნდა საშიშროება, რომ სომალი შეიძლება გახდეს საბრძოლო მოქმედებების არენა [[ეთიოპია]]სა და [[ერიტრეა]]ს შორის. უცხოელი ბოევიკების მონაწილეობა ისლამური სასამართლოების კავშირის შემადგენლობაში იწვევდა შეშფოთებას დასავლეთში. აშშ-ის პოლიტიკამ სომალისთან მიმართებაში შეიძინა განსაკუთრებული ხასიათი. ამერიკელი ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ ისლამური სასამართლოების კავშირის ხელმძღვანელობა იმყოფება ალ-ქაიდას კონტროლ ქვეშ და ეს განხილული იქნება იმის საფუძვლად, რომ აშშ მიემხრობა ეთიოპიის მოქმედებებს.
 
2006 წლის ბოლოს ეთიოპია ჩაერია [[სომალის ომი (2006-2009)|სომალის ომში]] საველე მეთაურების მხარეზე. ეთიოპიის ძირითადი სამხედრო ოპერაცია გაიშალა 24 დეკემბერს, რომლის დროსაც ისლამური სასამართლოების კავშირმა განიცადა სასტიკი მარცხი. ეთიოპიამ გაანადგურა მათი სამხედრო დაჯგუფებები და ხელისუფლებაში დააბრუნა იუსუფ აჰმედის მთავრობა. ამ მოვლენის შემდეგ, ეთიოპიამ და სომალის გარდამავალმა ფედერალურმა მთავრობამ განაცხადეს სამშვიდობო კონფერენციის ჩატარების შესახებ 2006 წლის ბოლო დღეებში და ამავე დროს მათ დაიკავეს მოგადიშო და სხვა საკვანძო ობიექტები. გამარჯვებულმა მხარემ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ განელაგებინათ აფრიკის კავშირის ძალები სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარდასაჭერად, რადგანაც მოგადიშოს ქუჩებში ისევ გამოჩნდნენ შეიარაღებული დამნაშავეები, ამასთან ერთად ისლამისტი ლიდერები პირობას იძლეოდნენ, რომ დაიწყებდნენ ასიმეტრიულ ომს ეთიოპიისა და გარდამავალი მთავრობის წინააღმდეგ<ref>Conference on the current Peace and Security Challenges in the Horn of Africa // Organized Jointly by Centre for Policy Research and Dialogue and InterAfrica Group March 12-13, 2007 Sheraton Addis Hotel Addis Ababa pp. 32-33.</ref>. ეთიოპიის ჩარევის მიუხედავად, სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა, იუსუფ აჰმედის ადმინისტრაცია ვერ აკონტროლებდა ქვეყნის დიდ ნაწილს. 2008 წლის 29 დეკემბერს სომალის პრეზიდენტი [[აბდულაჰი იუსუფ აჰმედი]] გადადგა. 2009 წლის 25 იანვარს ეთიოპიამ დაამთავრა თავისი ჯარების გამოყვანა სომალიდან. ისლამური დაჯგუფება «აშ-შაბააბის» ფორმირებებმა თავიანთ კონტროლ ქვეშ აიღეს სომალის დედაქალაქ მოგადიშოს დიდი ნაწილი.
 
2009 წლის 31 იანვარს ჯიბუტიში სომალის პარლამენტის სხდომაზე სომალის პრეზიდენტად აირჩიეს ზომიერი ისლამისტების ლიდერი [[შარიფ შეიხ აჰმედი]]. 2009 წლის 18 აპრილს სომალის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში [[შარიათი]]ს კანონების შემოღების შესახებ. ამ კანონის მიღებას პარლამენტში ელოდნენ 10 მარტიდან, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის — შარიფ შეიხ აჰმედის მინისტრთა კაბინეტმა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ახალი პრეზიდენტის ეს ნაბიჯი დაასუსტებდა ბოევიკების პოზიციებს, რომლებიც თავს აფარებდნენ ისლამის იდეებს. ამას გარდა, ელოდნენ, რომ ეს გამოიწვევდა კეთილგანწყობას [[სპარსეთის ყურე|სპარსეთის ყურის]] მდიდარი ქვეყნების პოტენციური სპონსორების მხრიდან.
 
მაგრამ, ამ ღონისძიებების მიუხედავად, «აშ-შაბააბის» ფორმირებები ინარჩუნებენ საკუთარ დომინანტურ პოზიციებს სომალიში. შარიფ შეიხ აჰმედის მთავრობა აკონტროლებს დედაქალაქის მხოლოდ რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს, ძირითადად აფრიკული სამშვიდობო ძალების მეშვეობით, რომლებიც ძირითადად [[უგანდა|უგანდის]] და [[ბურუნდი]]ს სამხედრო ნაწილებისგან შედგება. დედაქალაქის ეს ნაწილი მუდმივი ცეცხლის ქვეშაა ამბოხებულთა მხრიდან. «აშ-შაბააბის» ისლამისტებმა თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიებზე შემოიღეს შარიათის კანონები. ქურდობაში ეჭვმიტანილი სომალელი მოსახლეობის ხელების სახალხო ამპუტაცია გახდა ჩვეულებრივი მოვლენა. ამბოხებულები აფინანსებენ თავიანთ მოღვაწეობას, ნაწილობრივ კენიის საზღვარზე კონტრაბანდული ვაჭრობის დახმარებით, ნაწილობრივ მხარდამჭერი ვაჭრების და მცირე მეწარმეების დახმარებით. საერთაშორისო მიმომხილველები ეჭვობენ კონტაქტების არსებობის შესაძლებლობას «აშ-შაბააბსა» და [[ალ-კაიდა]]ს შორის<ref>[http://www.nzz.ch/nachrichten/international/duestere_aussichten_fuer_die_somalische_regierung_1.2875803.html Düstere Aussichten für die somalische Regierung] 2 ივლისი 2009 წელი. {{ref-de}}</ref>.
 
2010 წლის 31 ოქტომბერს სომალის პრემიერ-მინისტრი გახდა [[მოჰამედ აბდულაჰი მოჰამედი]], რომელსაც ჰქონდა ორმაგი — სომალურ-ამერიკული მოქალაქეობა.
 
ქვეყნის პრეზიდენტ შარიფ შეიხ აჰმედსა და პარლამენტის სპიკერ შარიფ ჰასან შეიხ ადენს შორის კონფლიქტის ფონზე, 2011 წლის 28 ივლისს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის კურსდამთავრებული [[აბდიველი მოჰამედ ალი]] დაინიშნა სომალის ახალ პრემიერ-მინისტრად. მან მიზნად დაისახა ჩამოეყალიბებინა ახალი კაბინეტი დასავლეთში განათლებამიღებული სომალელებისაგან, მოუწოდა მათ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში ათწლეულობით მიმდინარე სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყნის ასაღორძინებლად. სომალის მთავრობის მეთაურის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ინგლისური ენის მასწავლებელი [[ლონდონი]]დან მოჰამედ იბრაჰიმი.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სომალი“-დან