ანდრე კოლინგბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 57:
 
== ბიოგრაფია==
'''ანდრე კოლინგბა''' დაიბადა [[1935]] წლის [[12 აგვისტო]]ს. წარმოშობით ის ეკუთვნის [[იაკომა]]ს ტომს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მსახურობდა საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში, შემდეგ კი მშობლიური ქვეყნის არმიაში. [[1973]] წელს მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება. ეკავა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. [[1977]] წელს დაინიშნა იმპერატორ [[ბოკასა]]ს თანაშემწედ. მცირე ხნით იყო ელჩი ჯერ [[კანადა]]ში, შემდეგ- გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაშირესპუბლიკაში. [[1979]] წელს, იმპერატორ ბოკასას დამხობის შემდეგ, დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. [[1981]] წელს პრეზიდენტმა [[დავიდ დაკო]]მ კოლინგბა დანიშნა გენშტაბის ხელმძღვანელად.
 
ხელისუფლებაში მოვიდა სახელმწიფო გადატრიალების გზით [[1981]] წლის 20 სექტემბერს, პრეზიდენტ [[დავიდ დაკო]]ს დამხობის შემდეგ. მან დაიკავა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ეროვნული აღორძინების სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. [[1986]] წელს, მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში დაბრუნდა ყოფილი დიქტატორი [[ჟან ბედელ ბოკასა]], რომელიც დააპატიმრეს და სასამართლო პროცესის შემდეგ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ხაზი 66:
 
[[2005]] წლის [[13 მარტი]]ს საპრეზიდენტო არჩევნებში კოლინგბა იყო ერთ-ერთი პრეზიდენტობის 11 კანდიდატს შორის. მან დააგროვა ხმათა 16% და დაიკავა მესამე ადგილი მოქმედი პრეზიდენტის [[ფრანსუა ბოზიზე]]სა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ [[მარტინ ეინგელე]]ს შემდეგ.
 
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანდრე_კოლინგბა“-დან