ანდრე კოლინგბა (ფრანგ. André Dieudonné Kolingba; დ.12 აგვისტო, 1935, ბანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა — გ. 7 თებერვალი, 2010, პარიზი, საფრანგეთი) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1981-1993 წწ.

ანდრე კოლინგბა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 1981 – 22 ოქტომბერი, 1993
წინამორბედიდავიდ დაკო
მემკვიდრეანჟ ფელიქს პატასე

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 1981 – 22 ოქტომბერი, 1993
წინამორბედისიმონ ნარცის ბოზანგა
მემკვიდრეედუარდ ფრანკი

დაბადებული12 აგვისტო, 1935
ბანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
გარდაცვლილი7 თებერვალი, 2010 (74 წლის)
პარიზი, საფრანგეთი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანდრე კოლინგბა დაიბადა 1935 წლის 12 აგვისტოს. წარმოშობით ის ეკუთვნის იაკომას ტომს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მსახურობდა საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში, შემდეგ კი მშობლიური ქვეყნის არმიაში. 1973 წელს მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება. ეკავა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 1977 წელს დაინიშნა იმპერატორ ბოკასას თანაშემწედ. მცირე ხნით იყო ელჩი ჯერ კანადაში, შემდეგ- გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 1979 წელს, იმპერატორ ბოკასას დამხობის შემდეგ, დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. 1981 წელს პრეზიდენტმა დავიდ დაკომ კოლინგბა დანიშნა გენშტაბის ხელმძღვანელად.

ხელისუფლებაში მოვიდა სახელმწიფო გადატრიალების გზით 1981 წლის 20 სექტემბერს, პრეზიდენტ დავიდ დაკოს დამხობის შემდეგ. მან დაიკავა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ეროვნული აღორძინების სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. 1986 წელს, მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში დაბრუნდა ყოფილი დიქტატორი ჟან ბედელ ბოკასა, რომელიც დააპატიმრეს და სასამართლო პროცესის შემდეგ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

1992 წელს ჩაატარა მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც დამარცხდა და უარყო მისი შედეგები. 1993 წელს ხელახლა ჩაატარა არჩევნები, ამჟამად მისი შედეგები სცნო და ხელისუფლება გადასცა ახლადარჩეულ პრეზიდენტს ანჟ ფელიქს პატასეს. მაგრამ გადადგომამდე განახორციელა ფართომასშტაბიანი ამნისტია, რომლის ფარგლებში განთავისუფლდა ათასობით პატიმარი, მათ შორის ჟან-ბედელ ბოკასა. გადადგომის შემდეგაც ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის პოლიტიკაში. თავმჯდომარეობდა საკუთარ პარტიას - ცენტრალური აფრიკის დემოკრატიული გაერთიანება. 1999 წელს გამართულ არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოქმედი პრეზიდენტი ანჟ ფელიქს პატასე და ექსპრეზიდენტები- ანდრე კოლინგბა და დავიდ დაკო. არჩევნებში პატასემ გაიმარჯვა, კოლინგბამ მეორე ადგილი დაიკავა ხმების 19%-ით.

2001 წელს კოლინგბამ განახორციელა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პუჩტი ჩაახშვეს პრეზიდენტ პატასეს მომხრე ჯარისკაცებმა ლიბიელი სამხედროებისა და კონგოელი აჯანყებულების დახმარებით. პატასემ საფრანგეთის მთავრობა დაადანაშაულა გადატრიალების ორგანიზების თანამონაწილეობაში. 2003 წელს კოლინგბამ ოფიციალური ბოდიში მოიხადა ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებული შეცდომების გამო.

2005 წლის 13 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში კოლინგბა იყო ერთ-ერთი პრეზიდენტობის 11 კანდიდატს შორის. მან დააგროვა ხმათა 16% და დაიკავა მესამე ადგილი მოქმედი პრეზიდენტის ფრანსუა ბოზიზესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარტინ ეინგელეს შემდეგ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება