პიერ პაოლო პაზოლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 39:
პაზოლინის ოჯახი წარმოშობით იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან — [[ფრიული]]დან იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, რეტო-რომანულ დიალექტზე, ფრიულანოზე მეტყველებს. მოგვიანებით პაზოლინიმ საკუთარი გამოხატვის ფორმად [[რომი]]ს გარეუბნების უხეში ენა აირჩია. ბავშვობის დიდი ნაწილი მან დედამისის მშობლიურ მხარეში — [[კაზარსა-დელა-დელიცია]]ში, [[ვენეცია|ვენეციის]] ჩრდილო-აღმოსავლეთით გაატარა. ამ პერიოდში ის დაინტერესებული იყო ამ რეგიონის დიალექტით.
 
1937 წელს პაზოლინი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და ხელოვნების ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა დაიწყო [[ბოლონიის უნივერსიტეტი|ბოლონიის უნივერსიტეტში]]. ამ ხანებშივე დაიწყო სტატიების გამოქვეყნება პოლიტიკურ და ლიტერატურულ ჟურნალ „არქი ტრავეში“ და წერდა ლექსებს ფრიულურ დიალექტზე. პაზოლინის ლექსების პირველი კრებული „Versi a Casarsa“, საკუთარი ხარჯით, [[1942]] წელს გამოსცა. მასში დიდი სიყვარული გამოხატა „მშობლიური ენის“, ფრიულური ბუნების და მისი მცხოვრებლების მიმართ. 1955 წელს გამოსცა პირველი რომანი „ქუჩის ბიჭები“, რომელსაც სასტიკი [[ცენზურა]] მოყვა. ავტორს უჩიოდნენ უხამსობისა და ამორალურობის ბრალდებით და არ დაუშვეს ლიტერატურულ პრემიებზე „სტრეგასა“ და „ვიარჯოზე“.
 
==ფილმოგრაფია==