ვარციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 52:
}}
 
'''ვარციხე''' (ისტორიული ''ვარდციხე'') — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[იმერეთის მხარე|იმერეთის მხარის]] [[ბაღდათის მუნიციპალიტეტი|ბაღდათის მუნიციპალიტეტში]].<ref>[http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=q-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0---0---0prompt-10-TX--4----Sec---0-1l--11-ka-50---20-about-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98--00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&srp=0&srn=0&cl=search&d=HASH01889d217d31c1f4e7f8ebb0.2 საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები]</ref> მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, [[მდინარე]] [[ხანისწყალი|ხანისწყლისა]] და [[რიონი]]ს შესაყართან. ზღვის დონიდან 80 [[მეტრი]], [[ბაღდათი]]დან 17 [[კილომეტრი]]. [[2002]] წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1942 ადამიანი. სოფელში მოქმედებს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.
 
==გეოგრაფია==
სოფელი მდებარეობს ისტორიულ [[იმერეთი|იმერეთში]], იმერეთის დაბლობზე, [[მდინარე]] [[ხანისწყალი|ხანისწყლისა]] და [[რიონი]]ს შესაყართან. ზღვის დონიდან 80 [[მეტრი]], [[ბაღდათი]]დან 17 [[კილომეტრი]]. სოფელში გავრცელებულია კაკლისა და თუთის ხეები
 
==ისტორია==
{{მთავარი|როდოპოლისი}}
 
ახლანდელი სოფლის ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა [[ეგრისის სამეფო]]ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში ''[[როდოპოლისი]]'', ქართულ წყაროებში ''ვარციხე'', ''ვარდციხე''). პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა. VI საუკუნის შუა წლებში [[ეგრისის დიდი ომი]]ს დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველად ირანელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. IX-XI სს-ში ქალაქმა აღმავლობა განიცადა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.
 
გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. ისინი იქვე მდებარე [[აჯამეთი]]ს ტყეში ნადირობით ერთობოდნენ. XIX საუკუნეში ვარციხე უკვე სოფლად იყო ქცეული. ციხე-სიმაგრეები, კოშკები და სხვა ნაგებობები ვარციხეში რუსებმა დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ ეკლესია. მოჰყავდათ [[სიმინდი]], [[თამბაქო]] და [[ბამბა]], მისდევდნენ [[მევენახეობა]]ს.
 
==ეკონომიკა==
 
სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს [[აჯამეთის აღკვეთილი]]ს ერთ-ერთი მასივი, ვარციხის მასივი, რომლის ფართობია 1106 [[ჰა]]. მდინარე რიონზე სოფლის მახლობლად აგებულია [[ვარციხეჰესი]]. სოფელში არსებული კიდევ ერთი საინჟინრო ნაგებობაა [[აჯამეთის არხი]], რომლის მეორე ბოლო [[ზესტაფონის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ქვედა საქარა]]შია.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|4|315}}
{{ქსე|2|111|აფხაზავა ი.}}
*''აფხაზავა ი.'', ქსე, ტ. 2, გვ. 111, თბ., 1977
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{სქოლიოს სია}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://mapspot.ge/?lt=42.028794849181&lg=42.9864204077&z=15&m=0 ვარციხის რუკა]
 
 
{{ბაღდათის მუნიციპალიტეტი}}
 
[[კატეგორია:ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარციხე“-დან