ტრიატლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}
ტრიატლი (ინგლ.: Triathle) თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის (UIPM) მიერ შემოღებული [[სპორტი]]ს სახეობა. არის სპორტის სამი სახეობის ნაზავი, რომელიც მოიცავს [[სროლა|სროლის]], [[ცურვა|ცურვის]] და [[სირბილი]]ს კომბინაციას. შეჯიბრება იწყება 25 მეტრზე სამიზნესთან მირბენით, სადაც სპორტსმენი ახორციელებს ლაზერული [[პისტოლეტი]]დან მიზანში სროლას, რისთვისაც ეძლევა 50 წამი. რაც უფრო მალე დააზიანებს 5 სამიზნეს მით მალე შეუძლია გაიქცეს წყლისკენ, გაცუროს ასაკობრივი კატეგორიით დადგენილი მანძილი, წყლიდან ამორბენის შემდეგ უნდა ირბინოს, ასევე ასაკობრივი კატეგორიით განსაზღვრული მანძილი, შემდეგ კვლავ ისვრის, კვლავ ცურავს, კვლავ დარბის, სულ ოთხი სერია უწყვეტ რეჟიმში. გამარჯვებულად ცხადდება ის ვინც მეოთხე სერიის ბოლოს სირბილით პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს.
ტარდება მიქსიც(შერეული ესტაფეტა), ყოველი გუნდიდან მონაწილეობს ორი ქალი და ორი მამაკაცი სპორტსმენი. სტარტს იღებენ ქალები და ასრულებენ მამაკაცები. სხვა მხრივ ყველა წესი ისევეა როგორც გუნდურ ესტაფეტაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრიატლი“-დან