ტრანსგენდერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
'''ტრანსგენდერი''' — ქოლგა ტერმინი ადამიანებისათვის, ვისი [[გენდერული იდენტობა]] ან/და გენდერული თვითგამოხატვა განსხვავდება დაბადებისას მათთვის მინიჭებული სქესისგან. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგ კატეგორიებით: [[ტრანსსექსუალი]], [[ქროს-დრესერი]] და სხვა გენდერულად ცვალებადი ადამიანები. ტრანსგენდერი ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიკაციას შეიძლება ახდენდნენ ტრანსგენდერ ქალებად (Male to Female (MtF) — ბიოლოგიური კაცი, რომელიც ტრანზიციას განიცდის, როგორც ქალი) და ტრანსგენდერ კაცებად (Female to Male (FtM) — ბიოლოგიური ქალი, რომელსაც ტრანზიციას გადის, როგორც კაცი). ტრანსგენდერმა ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, შეცვალოს საკუთარი სხეული ჰორმონულად ან/და ქირურგიული გზით. ტრანსგენდერი ადამიანები შეიძლება იყვნენ [[ჰეტეროსექსუალობა|ჰეტეროსექსუალები]], [[ლესბოსელი|ლესბოსელები]], [[გეი|გეები]] ან [[ბისექსუალი|ბისექსუალები]]. მაგალითად, კაცი, რომელიც მამრობითი გენდერიდან ქალურ გენდერზე ტრანზიციას გადის და ქალები იზიდავს, შეიძლება იდენტიფიცირდეს, როგორც ლესბოსელი ქალი. ტრანსგენდერი ადამიანი თავის ფსიქოლოგიური სქესს მყარ შეუსაბამობაში აღიქვამს მის გენეტიკურ და გონადურ სქესთან. საკუთარი სხეულისა და სასქესო ორგანოების აგებულება ტრანსგენდერის მიერ აღიქმება, როგორც არასწორი, არაბუნებრივი და თან ახლავს ნებისმიერი გზით სქესის შეცვლისადმი სწრაფვა. ტრანსგენდერობის სიხშირე არის საშუალოდ 1: 100-200 ათას ადამიანზე.
 
'''ტრანსსექსუალი''' - მოძველებული ტერმინი, რომელიც [[სამედიცინო]] და [[ფსიქოლოგიურ]] წრეებში აღმოცენდა. მაშინ, როცა ზოგიერთი ტრანსსექსუალი ადამიანი სწორედ ამ სიტყვას იყენებს საკუთარი თავის აღსაწერად, ბევრ [[ტრანსგენდერ]] ადამიანს ურჩევნია ”ტრანსგენდერი” უწოდონ და არა ”ტრანსსექსუალი”. სიტყვა ”ტრანსგენდერისგან” განსხვავებით, ”ტრანსსექსუალი” არ არის ქოლგა ტერმინი, რადგან ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ტრანსსექსუალთან არ აკეთებს.
 
==მიზეზები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრანსგენდერი“-დან