პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში''' — [[ძვ. წ. 65]] წელს, იმ ომების ეპიზოდი, რომელოიცრომელიც წამოიწყო ძვ. რომის სახელმწიფომ აზიაში გაბატონებისათვის. პომპეუსის ლაშქრობის შედეგად საქართველოში რომაელების გავლენა დამყარდა. აღმოსავლეთ ჰეგემონობისათვის ძირითადად რომი და [[პონტოს სამეფო]] იბრძოდა. პონტოს მეფე [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე VI ევპატორს]] დაუკავშირდა სომხეთის მეფე [[ტიგრან II]]. პონტო-სომხეთის მოკავშირენი იყვნენ იბერია (ქართლი) და ალბანეთი (თანამედროვე აზერბაიჯანი).
 
ძვ. წ. 74-ძვ. წ. 66 წელს პონტოს წინააღმდეგ ომს მეთაურობდა რომაელი სარდალი [[ლუკულუსი]]. ძვ. წ. 66 წელს მის მაგივრად სენატმა მთავარსარდლად დანიშნა [[გნეუს პომპეუს მაგნუსი]]. იმავე წელს მან აიღო სომხეთის დედაქალაქი არტაშატი, ტიგრან II რომის ვასალი გახდა, მითრიდატე VI კი ჯერ კოლხეთში, შემდეგ თავის ბოსფორის სამფლობელოში გაიქცა. პომპეუსი ალბანეთისა და ქართლის დაპყრობის სამზადისს შეუდგა. ქართლის მეფე არტაგმა რომაელთა სარდალს ელჩების პირით მეგობრობა შესთავაზა, პომპეუსმა ზავის დადება აღუთქვა, მაგრამ იმ საბაბით, რომ ქართველები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ, მოლაპარაკების დამთავრებამდე, ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე, თავისი ლაშქარი მოულოდნელად ქართლში შემოიყვანა.