ოზურგეთის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
===საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ===
1921 წლის 18 მარტიდან მაზრაში შეიქმნა სამაზრო რევოლუციური კომიტეტი. მაზრა დაიყო რვა რაიონად: ოზურგეთის, ნატანების, სუფსის, ლანჩხუთის, ჯუმათის, ხიდისთავის, ნაგორმის, ჩოხატაურის რაიონები. შეიქმნა სარაიონო კომიტეტები და მილიციის განსაკუთრებული რაზმი „ჩონი“. რაიონული რაზმები ემორჩილებოდნენ სამაზრო კომიტეტს. მათი ძირითადი დანიშნულება იყო ბრძოლა [[მენშევიკი|მენშევიკებთან]]. 1921 წლის ივლისისთვის აღირიცხა მუშათა და გლეხთა შვილები და მოხდა მათი ჩაბმა სამხედრო სწავლებაში. „ჩონს“ თავდაპირველად [[ალექსანდრე ობოლაძე]], შემდეგ კი ტალახაძე ხელმძღვანელობდა. „ჩონმა“ დაიწყო ნადირობა [[ფირალი|ფირალებზე]] და მათ იმდროინდელ ლიდერ [[გოგია ღლონტი|გოგია ღლონტზე]].
 
თავდაპირველად ხელისუფლებამ თითქოს შემოირიგა ფირალები და მათ კურორტ [[ბახმარო]]ს ყაჩაღებისგან დაცვა დაავალა. ამის გამო ღლონტის რაზმი „ბახმაროს დამცველი რაზმის“ სახელით გახდა ცნობილი, თუმცა მალე გამოჩნდა, რომ შეთანხმება მოჩვენებითი იყო. „ჩონმა“ ღლონტი და მისი თანამებრძოლები ოზურგეთში ვერ ჩაიტყუა. ღლონტი რაზმში 11 ადამიანი იყო: სიმონ თალაკვაძე, ფილიპე მეგრელაძე, მიშა დათუნაშვილი, ექვთიმე კვაშალი, კონსტანტინე ჭელიძე, ვასო ჩხაიძე, გიორგი ღლონტი, ილიკო კოტრიკაძე, ილიკო მეგრელაძე, დათიკო ერქომაიშვილი, გიორგი ლომინაძე.
 
1923 წლის 10 თებერვალს საშა ობოლაძეს ცრუ ცნობა მიაწოდეს, რომ გოგია ღლონტი [[ლიხაური]]ს თემში, სოფელ [[ქაქუთი|ქაქუთში]] ლომჯარიებისა და ხავთასების ოჯახში ქეიფობდა. ობოლაძე ასი ცხენოსნით დაესხა თავს სოფელს და რამდენიმე სახლი გადაწვა. 12 თებერვალს, უკან, ოზურგეთისკენ დაბრუნებულ ობოლაძის ეტლს და ცხენოსნებს გოგია ღლონტი თავისი რაზმით თედორე ლომჯარიასთან ერთად დახვდა [[კვაჭალათი|კვაჭალათში]]. ჩასაფრებულებმა ყუმბარები დაუშინეს ჯარს, ჯუმბარა მოხვდა ობოლაძის ეტლს, სადაც მასთან ერთად ისხდნენ ოფიცრები პლატონ ჩუბინაშვილი და პოლიკარპე სანიკიძე. ობოლაძე მისი ორივე მხლებლით ადგილზე გარდაიცვალა, გოგია ღლონტი მხარში დაიჭრა.
 
ობოლაძის მკვლელობამ გააძლიერა ტერორი მაზრაში. „ჩონის“ ხელმძღვანელად ვალიკო ტალახაძე დაინიშნა. საგანგებო კომისიამ 30 კაცი დახვრიტა, უმთავრესად სოფლის მასწავლებლები, რომლებსაც არც ობოლაძის და არც ღლონტის შესახებ არ გაეგონათ.<ref>''[[გერონტი ქიქოძე]],'' ჟურნალი „მნათობი“ N1 გვ. 28 — 1989 წ.</ref>[[ექადია|ექადიის]] მთის ძირში დახვრიტეს 92 ადამიანი, რომელთაგან 6 ასკანელი იყო.<ref>გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“ N100-101 — 31 აგვისტო 1991 წ.</ref>60-მდე ადამიანი დახვრიტეს [[ზვანი|ზვანში]], შემდგომში ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე.<ref>„ლენინის დროშა“ 31 ოქტომბერი 1989 გვ. 3</ref>
 
ოზურგეთის მაზრამ არსებობა შეწყვიტა 1929-30 წლებში, როცა ის [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი|ოზურგეთის]], [[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი|ლანჩხუთისა]] და [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურის]] რაიონებად დაიშალა.