ოზურგეთის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 51:
გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის [[რუსეთის რევოლუცია (1905)|1905 წლის რევოლუციის დროს]]. 1905 წლის დასაწყისში ყველა სოფელში შეიქმნა გლეხთა ასეულები. გავრცელდა 70 ათასი პროკლამაცია „გურიის გლეხობას“. მაზრაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა გაზეთი „ვპერიოდი", რომლის რედაქტორიც იყო [[ლენინი]]. 1905 წლის 23 მარტის ნომერში ეწერა, რომ ოზურგეთის მაზრა მზადაა რევოლუციისთვის და მას შეუძლია 15 000 შეიარაღებული პირის გამოყვანა. თავდაპირველად გლეხებმა წამოაყენეს საკუთარი მოთხოვნები, რაც [[ბახვის მანიფესტი]]ს სახელითაა ცნობილი, ხოლო შემდეგ დაიწყეს შეიარაღებული ამბოხება და გამოაცხადეს [[გურიის რესპუბლიკა]]. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო.
 
===საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ===
1921 წლის 18 მარტიდან მაზრაში შეიქმნა სამაზრო რევოლუციური კომიტეტი. მაზრა დაიყო რვა რაიონად: ოზურგეთის, ნატანების, სუფსის, ლანჩხუთის, ჯუმათის, ხიდისთავის, ნაგორმის, ჩოხატაურის რაიონები. შეიქმნა სარაიონო კომიტეტები და მილიციის განსაკუთრებული რაზმი „ჩონი“. რაიონული რაზმები ემორჩილებოდნენ სამაზრო კომიტეტს. მათი ძირითადი დანიშნულება იყო ბრძოლა [[მენშევიკი|მენშევიკებთან]]. 1921 წლის ივლისისთვის აღირიცხა მუშათა და გლეხთა შვილები და მოხდა მათი ჩაბმა სამხედრო სწავლებაში. „ჩონს“ თავდაპირველად [[ალექსანდრე ობოლაძე]], შემდეგ კი ტალახაძე ხელმძღვანელობდა. „ჩონმა“ დაიწყო ნადირობა [[ფირალი|ფირალებზე]] და მათ იმდროინდელ ლიდერ [[გოგია ღლონტი|გოგია ღლონტზე]].