ვენეციის 72-ე კინოფესტივალი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი.
(განსხვავება არ არის)

15:34, 10 ივნისი 2015-ის ვერსია

ვენეციის კინოფესტივალის 72-ე გამოშვება გაიმართება 2015 წლის სექტემბრის 2-დან 12-მდე, ვენეციის ლაგუნის ფეშენებლურ კუნძულ ლიდოზე. 2015 წლის ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელია კინოკრიტიკოსი ალბერტო ბარბერა (Alberto Barbera), ორგანიზატორი - 2008 წლიდან „ვენეციის ბიენალეს“ ხელახლად არჩეული პრეზიდენტი, 90-იან წლებში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის კაბინეტის წევრი, პაოლო ბარატა (Paolo Baratta).

ვენეციის 72-ე კინოფესტივალი
მიმდინარე დაჯილდოება 72-ე

წარადგენს ელიზა სედენაუი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადგილმდებარეობა ვენეცია
პირველად გადაეცა 1932
labiennale.org/it/cinema/

ღონისძიების ოფიციალური დიასახლისია ფრანკო - ეგვიპტური წარმოშობის იტალიელი მოდელი, ფილანტროპი, მსახიობი, 27 წლის ელიზა სედნაუი (Elisa Sednaoui).

ფესტივალის სხვადასხვა პროგრამაში მონაწილე ფილმების ჩამონათვალი გამოცხადდება პრესკონფერენციაზე, რომლის გამართვა დაგეგმილია რომში 2015 წლის ივლისის ბოლოს. ფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს მექსიკელი რეჟისორი ალფონსო კუარონი, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა 2001 წელს ახალგაზრდა მაყურებელზე გათვლილი ეროტიული მელოდრამით „და დედაშენიც“.