ოჯალეში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ოჯალეში''' — ქართული წითელყურძნიანი [[ღვინო|საღვინე]] [[ვაზი]]ს ჯიში. გავრცელებულია [[სამეგრელო]]სა და [[აფხაზეთი]]ს რაიონებში ([[სენაკის მუნიციპალიტეტი|სენაკი]], [[მარტვილის მუნიციპალიტეტი|მარტვილი]], [[ზუგდიდის მუნიციპალიტეტი|ზუგდიდი]], [[სოხუმის მუნიციპალიტეტი|სოხუმი]], [[გუდაუთის მუნიციპალიტეტი|გუდაუთა]], [[გაგრის მუნიციპალიტეტი|გაგრა]]). მწიფდება [[ოქტომბერი|ოქტომბრის]] ბოლოს ან [[ნოემბერი|ნოემბრის]] შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი მტევანი; მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. შაქრიანობა მერყეობს 21,2-იდან 24,3%-მდე, მჟავიანობა 7-9 ‰. ოჯალეშიგან ამზადებენ მუქ-წითელ მაღალხარისხოვან ორიგინალურ მშრალ ან ნახევრად ტკბილ სუფრის ღვინოს — „ოჯალეშს“. ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში ანუ ''ორბელური ოჯალეში'' [[საფრანგეთი]]დანაა შემოტანილი, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა „[[მერლო]]“. დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოჯალეშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტია, განსაკუთრებით იგი ადვილად ავადდება ნაცრით.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[ქართული ვაზის ჯიშები]]
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოჯალეში“-დან