ნატურმორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ახლიდან გადაიწერა
ხაზი 1:
[[ფაილი:Vincent Willem van Gogh 128.jpg|thumb|''[[მზესუმზირები]]'', [[ვან გოგი, ვინსენტ|ვან გოგი]]]]
'''ნატურმორტი''' — სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ერთიან გარემოში ჯგუფურად ორგანიზებულ საგნებს. უსულო საგნების გარდა ნატურმორტზე ასახულია ბუნებრივი გარემოსაგან მოწყვეტილი ცოცხალი ბუნების ობიექტები — თევზი, ყვავილები, მწერები, ჩიტები, ცხოველები. ადამიანები მხოლოდ ავსებენ ძირითად მოტივს და კომპოზიციაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ. ნატურმორტში მხატვარი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საგნების სტრუქტურას, მოცულობას, მათი ზედაპირის ფაქტურას. ნატურმორტის ძირითადი ნიშანია დეკორატიულობა, ნატურის გადმოცემის ილუზიური სიზუსტე. ნატურმორტის ისტორიულ განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა სოციალურ გარემოს ენიჭება. სხვადასხვა ეპოქაში ნატურმორტი სხვადასხვანაირია, იცვლება მისი როგორც ფორმა, ასევე შინაარსი.
'''ნატურმორტი'''(მკვდარი ბუნების სიბრტყეზე გადმოცემა) ([[ფრანგული ენა|ფრანგ.]] nature morte - მკვდარი ბუნება), კომპოზიცია (მხატვრობასა და ფოტოგრაფიაში), რომელზეც უსულო საგნებია ასახული. ტერმინი გაჩნდა [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] დასასრულს. მანამდე გამოიყენებოდა [[ვერზარი, ჯოვანი|ჯოვანი ვერზარის]] მიერ შემოტანილი ტერმინი cose naturali. [[1650]] წელს [[ჰოლანდია|ჰოლანდიაში]] გაჩნდა ტერმინი stilleven, რომელიც [[გერმანული ენა|გერმანულში]] გადავიდა სიტყვად stilleben, [[ინგლისური ენა|ინგლისურში]] კი - still-life -წყნარი ცხოვრება. [[ესპანეთი|ესპანეთში]] ნატურმორტის ნარანიშნავად იხმარება ტერმინი bodegones.
 
იგი შეიძლება შედგებოდეს არა მხოლოდ უსულო საგნებისაგან, არამედ მოიცავდეს ბუნებრივ ფორმებსაც. ამიტომ უფრო ზუსტია სახელწოდება, რომელიც მიღებულია ინგლისურენოვან ქვეყნებში - Still life- «წყნარი სიცოცხლე». ნატურმორტის ხელოვნება, როგორც ჟანრი გაჩნდა ჰოლანდიაში, XVII ს-ის დასაწყისში. მხატვრები გამოსახავდნენ ყველაზე ჩვეულებრივ საგნებს, მაგრამ აჩვენებდნენ მათ სილამაზესა და პოეტურობას. ნატურმორტის უდიდესი ოსტატია ფრანგი ჟ. შარდენი. XIX ს-ში სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ბევრი მხატვარი ქმნიდა ნატურმორტის შესანიშნავ ნიმუშებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პოსტიმპრესიონისტები. რომელთათვისაც საგანთა სამყარო ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო (ვან გოგი, პოლ სეზანი). XX ს-ში ნატურმორტის ჟანრში მუშაობენ განსხვავებული სტილური მიმართულების მხატვრები, რომლებიც ასევე განსხვავებულად წარმოსახავენ ფერს, ფორმას, სივრცეს. ნატურმორტის საუკეთესო ნიმუშებში არა მხოლოდ საგანთა სილამაზეა გახსნილი, არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროც, მისი გრძნობები და განცდები, განსაზღვრული ისტორიული ეპოქის რეალური ცხოვრების თავისებურებანი.
 
{{ხელოვნება}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნატურმორტი“-დან