რეზო ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 33:
[[1943]]-[[1946]] წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, [[1953|1953 წელს]] დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ [[აბულაძე, თენგიზ|თენგიზ აბულაძესთან]] ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ ([[1953]]), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ ([[1954]]) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ ([[1955]]; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო“ და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).
გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე [[1957]]), „მაია წყნეთელი“ ([[1959]]), „განძი“ ([[1961]]; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, [[1961]]), „[[ზღვის ბილიკი]]“ ([[1962]]), [[ჯარისკაცის მამა|„ჯარისკაცის მამა“]] ([[1964]], პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე [[1965]]), „ღიმილის ბიჭები“ ([[1969]] საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან“ ერთად, [[1970]]),
ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]], ორი სხვა ორდენითა და მედლებით. [[1963]]-[[1981]] წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. [[1974]] წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი.
|