ბუნებრივი გარემო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|fr}} using AWB
ხაზი 2:
[[ფაილი:Polar bears near north pole.jpg|მინი|არქტიკა]]
[[ფაილი:Bachalpseeflowers.jpg|მინი|ბუნებრივი გარემოს ელემენტები]]
'''ბუნებრივი გარემო''' — [[დედამიწა|დედამიწის გარემოს]] შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული [[ბუნებრივი რესურსები]], [[ჰაერი]], [[წყალი]], [[მიწა]], [[ფლორა]], [[ფაუნა]]. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტები ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან.
 
ბუნებრივ გარემოში [[ადამიანი]]ს სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც [[ბუნება|ბუნების]] ყველა ელემენტს — [[რელიეფი|რელიეფს]], [[კლიმატი|ჰავას]], [[წყალი|წყლებს]], [[ნიადაგი|ნიადაგებს]], [[ორგანული სამყარო|ორგანულ
სამყაროსა]] და მთლიანობაში [[ლანდშაფტი|ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს]] ეხება.
 
[[ადამიანი]] შეგნებულად ქმნის ხელოვნურ რელიეფს — [[ყორღანი|ყორღანებს]], [[ტერიკონიკი|ტერიკონებს]], [[ქვაბული|ქვაბულებს]], მიწათხრილებს და სხვა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოიქმნება ხრამები, მეწყრები, ქვიშის ბორცვები და ა.შ. რაც უარყოფით მოვლენებად ითვლება.
 
ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობით (ტყის გაშენებით ან გაჩეხვით, ჭაობების ამოშრობით, უდაბნოების მორწყვით და ა. შ.) სახეს უცვლის
(გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში) [[ჰავა]]ს, რომელზედაც განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ატმოსფეროს დაჭუჭყიანება. ადამიანი აშენებს სარწყავ სისტემებს, სანაოსნო და ჰიდროენერგეტიკული დანიშნულების არხებს, წყალსაცავებს და სხვა, რითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს წყლის ბრუნვაში.
 
სამეურნეო საქმიანობა სახეს უცვლის [[ნიადაგი|ნიადაგურ საფარს]]. მის გაკულტურებასთან ერთად ინტენსიურმა დაშლის და გადარეცხვის პროცესებმა ([[ეროზია (გეოლოგია)|ეროზია]]) მსოფლიოს ნიადაგური რესურსები მნიშვნელოვნად შეამცირა.
 
ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ განსაკუთრებით ღრმა კვალი დაამჩნია აგრეთვე ცოცხალ ბუნებას. მან მოაშენა [[ფლორა|ფლორისა]] და [[ფაუნა|ფაუნის]] მრავალი ახალი სახეობა. ახალი ტერიტორიების ათვისების და მოგზაურობების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა მცენარეთა და ცხოველთა გავრცელების გეოგრაფია. კონტინენტიდან კონტინენტზე გადასახლდა მათი სახეობები, რომლებმაც ზოგან ძლიერ შეავიწროვეს ადგილობრივი მცენარეები და ცხოველები (მაგ.: [[ავსტრალია]]ში).
ხაზი 28:
== ლიტერატურა ==
* Allaby M. Basics of Environmental Science. 2nd edition. Routledge. London, N.Y. 323 p. ISBN 0-415-21175-1.
* Adams, Simon; David Lambert (2006). Earth Science: An illustrated guide to science. New York NY 10001: Chelsea House. pp.  20. ISBN 0-8160-6164-5. earth science.
 
{{ბუნების ელემენტები}}
ხაზი 37:
[[კატეგორია:გარემო]]
[[კატეგორია:დედამიწა]]
{{Link FA|fr}}