სკორპიონ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
მისი ერთ-ერთი გამოსახულება ნაპოვნია ნეჰენში, სადაც სკორპიონ II არის თეთრი გვირგვინით. ჰებელ-ჯაუთში ნაპოვნია ასევე გრაფიტოს სტილში არსებული გამოსახულება, სადაც სკორპიონ II ამარცხებს სხვა დინასტიამდელ მმართველს.
 
სკორპიონ II-ის შესახებ არსებობს რამოდენიმერამდენიმე თეორია. მკვლევართა ერთი ნაწილი ამტკიცებს რომ იგი არის იერაკონპოლის ადგილობრივი მმართველი, ხოლო მეორე ნაწილი თვლიდა, რომ მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა მთელ ეგვიპტეზე. სავარაუდოდ სკორპიონ II იყო ერთ-ერთი წინამორბედი [[ნარმერი]]სა, რომელმაც გააერთიანა [[ზემო ეგვიპტე|ზემო]] და [[ქვემო ეგვიპტე]].
 
იერაკონპოლში ქვის რელიეფზე სკორპიონ II ნაჩვენებია როგორც ხელმძღვანელი მიწის გაფხვიერების სამიწადმოქმედო დღესასწაულისა, იგი ჩაცმულია რიტუალურ სამოსში, კერძოდ ზემო ეგვიპტის თეთრ გვირგვინში უკან მიკერებული ხარის კუდით (ფარაონების დამახასიათებელი ატრიბუტი, სხვადასხვა რელიგიურ ცერემონიებზე). სკორპიონ II დგას არხის ნაპირზე, შესაძლოა ის ხსნის მინდვრების მორწყვის საირიგაციო არხს ან იღებს ორმოს რათა დადოს პირველი ქვა, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი ტაძრისა ან მთლიანი ქალაქისა. ასეთი მნიშვნელოვანი მშენებლობის პრეროგატივა [[ეგვიპტე]]ში სწორედ, რომ მეფეებს ეკუთვნოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკორპიონ_II“-დან