კახეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
[[ფაილი:Dsc 0292.jpg|მინიატიურა|კვეტერა]]
 
ქალაქური ტიპის დასახლება არაგვის ნაპირზე, VIII საუკუნის ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკით, თავის დროზე ერთ-ერთი სირიელი მამის მიერ დაარსებული მონასტრის ადგილას, უჯარმა - საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, კახეთის სამეფოს ცენტრი ხდება, როდესაც კახეთი გამოეყო ქართლის საერისმთავროს. კახეთის სამთავრო მდიდარია საკულტო ძეგლებით, საეპისკოპოსოებით, კახეთში დამკვიდრდა რამდენიმე [[13 ასურელი მამა|ცამეტ ასურელ მამათაგანი]], რომელთაც აქ თავიანთი მონასტრები დააარსეს, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე აგრძელებდნენ არსებობას, მნიშვნელოვან კულტურულ კერებს წარმოადგენდნენ და გავლენას ახდენდნენ ქვეყნის სულიერ ცხოვრებაზე. მაგ.: [[დავით გარეჯელი|დავით გარეჯელის]] ერთ-ერთი მოწაფის, დოდოს მიერ დაარსებული დოდორქის მონასტერი, რომლის კონქშიც შემორჩენილია VIII-IX საუკუნის დოდოს ფრესკა, მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშია საქართველოში - ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით, მარცხენა გადაშლილი წიგნით, ქართული წარწერის შემორჩენილი კვალით, ნეკრესის, შუამთის, გიშის საეპისკოპოსოები, იყალთოს VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია, თავის დროზე სირიელი მამის დაარსებული მონასტრის ადგილას და მრავალი სხვა. დონაურების დროს (837-881) აქ მოღვაწეობდა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ტომით კახელი, [[ილარიონ ქართველი]], რომელმაც დააარსა დედათა მონასტერი, სოფელ აკურას „მამადავითის“ ეკლესია და სხვა მონასტრები. IX-X საუკუნეთა მიჯნაზე ხევში აგებულია გარბანის ეკლესია, უაღრესად საინტერესო ბარელიეფით, სამშენებლო სამუშაოებს რომ ასახავს.
 
== საგარეო პოლიტიკა ==