ასურეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Levani25-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 18:
[[სარგონ II]] ებრძოდა ურარტუს და ახალი ტერიტორიები წაართვა. მან და მისმა მემკვიდრე [[სინახერიბი|სინახერიბმა]] ([[ძვ. წ. 705]] - [[ძვ. წ. 680]]) გააფართოვეს ასურეთის საზღვრები აღმოსავლეთითაც მიდიისა და ელამის მიმართულებით. [[ასარხადონი|ასარხადონმა]] ([[ძვ. წ. 680]] - [[ძვ. წ. 669]]) დაიპყრო ეგვიპტე და ა. შ. ამავე დროს დაიწყო დიდი შინაგანი და საგარეო გართულებები, გამწვავდა ბრძოლა ქვეყნის სამხედრო პარტიასა და ქურუმობას შორის, ქურუმებს ზურგს უმაგრებდნენ ბაბილონეთის სავაჭრო ცენტრები. ასურეთმა მძიმე ბრძოლები გადაიხადა ჩრდილოეთიდან შემოსულ სკვითებთან და კიმერიელებთან. [[ასურბანიფალი|ასურბანიფალს]] ([[ძვ. წ. 669]] - [[ძვ. წ. 633]]) დიდი ბრძოლა მოუხდა ამბოხებულ ბაბილონეთთან. ასურეთს ამ დროს ჩამოსცილდა ეგვიპტეც. [[ძვ. წ. 605]] გაძლიერებული მიდიისა და ბაბილონეთის კოალიციამ ბოლო მოუღო ასურეთის სახელმწიფოს. მისი ტერიტორია გამარჯვებული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. თვით ასურელები თანდათანობით არამეულ მოსახლეობაში გაითქვიფნენ და თავიანთი ეთნიკური ინდივიდუალობა დაკარგეს.
 
==ასურეთის დაპყრობები==
ასურეთის მეზობლად, შუამდინარეთშივე, ჩამოყალიბდა ხურიტების დიდი სახელმწიფო მითანი, რომელმაც ასურეთი დაიპყრო. ძვ. წ. XVI - ძვ. წ. XV საუკუნეებში ასურეთის ქალაქებში გამგებლად მითანის მეფისნაცვლები ისხდნენ. ძვ. წ. XV საუკუნეში ასურეთმა თავი დაიხსნა მორჩილებისაგან და თვით გადავიდა შეტევაზე. მეფე ასურუბალიტ I-მა (ძვ. წ. XV საუკუნის ბოლო და ძვ. წ. XIV საუკუნის დასაწყისი) მცირე ხნით დაიმორჩილა ბაბილონეთი. ძვ. წ. XV - ძვ. წ. XIII საუკუნეებში ასურეთი წარმატებით ომობდა მითანის წინააღმდეგ და მთლიანად დაიპყრო მისი ტერიტორია ჩრდილოეთ შუამდინარეთში (ადადნირარის, სალმანასარ I-ის, თუქულთი-ნინურტა I-ია ლაშქრობანი). ძვ. წ. XII საუკუნეში მცირე ხნით დასუსტების შემდეგ მეფეტიგლათფილესერ I-ის (ძვ. წ. 1115 - ძვ. წ. 1077) დროს ასურეთი კვლავ გაძლიერდა და წარმატებით ეომობოდა მეზობელ ქვეყნებს. ასურელები მიადგნენ სამხრეთ ამიერკავკასიას, ებრძოდნენ ნაირის, ურარტუს, შავი ზღვისპირა ტომებსა და სხვა. თავიანთ ლაშქრობათა დროს ასურელებს არასოდეს არ მიუღწევიათ ასე შორეული ჩრდილოეთისათვის, ამ დროს, ე. წ. "შუა ასურულ" ხანაში, ასურეთის მეფეები წარმატებით ომობდნენ აგრეთვე ჩრდილოეთ სირიასა და ფინიკიაში, ბაბილონეთში, მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში. ინტენსიური შეტევითი ომები დიდ სამხედრო ძალას მოითხოვდა. ამას თან მოჰყვა ასურელების ჩამოყალიბება მხედართა საზოგადოებებად. სავალო კაბალა, რაც ასე ემუქრებოდა რიგითს ასურელს, თანდათან შესუსტდა. ომებს ახლა დიდძალ ნადავლთან (პირუტყვი, ლითონები და სხვა სიმდიდრე) ერთად მოჰყვებოდა უამრავი ტყვე, რომელთა დიდ ნაწილს მონებად აქცევდნენ, რაც აღრმავებდა ქონებრივ და სოციალურ დიფერენციაციას თვით თავისუფალ ასურელთა წრეშიც.ძვ. წ. XI საუკუნიდან დაიწყო ასურეთის დასუსტება. ეს გამოიწვია დასავლეთიდან არამეული ტომების თავდასხმამ, რომელთა თარეში ასურელთა მი-წყალზე თითქმის ორი საუკუნე გრძელდებოდა. ასურეთის მეფეთა რეზიდენცია ასურიდან გადაიტანეს ჯერ ქალხუში(თანამედროვე ნიმრუდი), შემდეგ დურ-შარუქინში (თანამედროვე ხორსაბადი) და ბოლოს ნინევიაში (თანამედროვე კუიუნჯიკი). ძვ. წ. IX საუკუნეში დაიბრუნა ძველი ძლიერება. ასურნასირფალის დასალმანასარ III-ის მეფობაში მოეწყო რამდენიმე წარმატებითი ლაშქრობა ჩრდილოეთით ნაირის ქვეყნებისა და ურარტუს ძლიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, დასავლეთით ჩრდილოეთ შუამდინარეთსა და სირიაში, აღმოსავლეთით - მიდიაში, სამხრეთით - ბაბილონეთში, მაგრამ ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს ასურეთი კვლავ დასუსტდა და ურარტუს დარტყმებით დაკარგა ადრე დაპყრობილი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. ურარტუს მეფეებმა ასურეთს გადაუჭრეს ჩრდილოეთ სირიისა და მცირე აზიისაკენ მიმავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზები და ამით მოსწყვიტეს ლითონით, კერძოდ, რკინით მომარაგების ბაზებს. ამას დაემატა ხანგრძლივი სამოქალაქო ომი ქურუმობასა, პრივილეგიურ სავაჭრო და სამოხელეო არისტოკრატიასა და სამხედრო არისტოკრატიას შორის. ამ კრიზისიდან გამოსვლა უკავშირდება ტოგლათფილესერ III-ის (ძვ. წ. 745 - ძვ. წ. 727) სახელი, რომლის რეფორმებმა დიდად შეუწყო ხელი ასურეტის ხელახალ გაძლიერებას. მის დროს ცატარდა მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმა - შეიქმნა სამეფო მუდმივი ჯარი, რომელსაც სახელმწიფო აიარაღებდა და ინახავდა. გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა: შემცირდა ადმინისტრაციული ოლქების მოცულობა და შეიზღუდა ოლქების მმართველთა ფუნქციები. თუ ასურეთის უწინდელი მეფეები დამორჩილებულ მოსახლეობას მასობრივად ჟლეტდნენ, ახლა ამ მოსახლეობას სხვა ადგილას ასახლებდნენ და სამეფოს მიმართ ვალდებულ მიწათმოქმედებად აქცევდნენ ხოლმე. დამორჩილებული მეომრების ნაწილი თვით ასურელთა ჯარშიც კი შეჰყავდათ და ა. შ. ტოგლათფილესერ III-მ სასტიკად დაამარცხა ურარტუ, დაიპყრო სირია, პალესტინა, ფინიკია, ბაბილონეთი და სხვა. შეიქმნა ასურეთის დიდი იმპერია, რომელიც შემდეგში კიდევ უფრო გაიზარდა. სარგონ II ებრძოდა ურარტუს და ახალი ტერიტორიები წაართვა. მან და მისმა მემკვიდრე სინახერიბმა (ძვ. წ. 705- ძვ. წ. 680) გააფართოვეს ასურეთის საზღვრები აღმოსავლეთითაც მიდიისა და ელამის მიმართულებით.ასარხადონმა (ძვ. წ. 680 - [[ძვ. წ. 669]]) დაიპყრო ეგვიპტე და ა. შ. ამავე დროს დაიწყო დიდი შინაგანი და საგარეო გართულებები, გამწვავდა ბრძოლა ქვეყნის სამხედრო პარტიასა და ქურუმობას შორის, ქურუმებს ზურგს უმაგრებდნენ ბაბილონეთის სავაჭრო ცენტრები. ასურეთმა მძიმე ბრძოლები გადაიხადა ჩრდილოეთიდან შემოსულ სკვითებთან და კიმერიელებთან. ასურბანიფალს (ძვ. წ. 669 - ძვ. წ. 633) დიდი ბრძოლა მოუხდა ამბოხებულ ბაბილონეთთან. ასურეთს ამ დროს ჩამოსცილდა ეგვიპტეც. ძვ. წ. 605 გაძლიერებული მიდიისა და ბაბილონეთის კოალიციამ ბოლო მოუღო ასურეთის სახელმწიფოს. მისი ტერიტორია გამარჯვებული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. თვით ასურელები თანდათანობით არამეულ მოსახლეობაში გაითქვიფნენ და თავიანთი ეთნიკური ინდივიდუალობა დაკარგეს.
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|660-661|მელიქიშვილი გ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასურეთი“-დან