ფრიდრიხ ნიცშე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Absurd-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 2:
'''ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე''' ({{lang-de|Friedrich Wilhelm Nietzsche}}; დ. [[15 ოქტომბერი]], [[1844]] — გ. [[25 აგვისტო]], [[1900]]) — XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი. ის წერდა კრიტიკულ წერილებს რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურაზე და მეცნიერებაზე მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით.
 
ნიცშემ ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერა, რომ მისი სიცოცხლე ამქვეყნიურ ყოფასთან შეუთავსებელი იყო. ერთადერთი გზა კი მისი პროტესტისთვის იყო ამბოხი. ის ამბოხდა სამყაროზე, ადამიანებზე, ცხოვრებაზე. ამბოხდა ღმერთზე და შეერკინა მას როგორც იაკობი. თავად ღმერთის არსებობის არ სწამდა, მაგრამ არარსებულთან ბრძოლა უფრო დიდ პარადოქსად ეჩვენებოდა, ამიტომ აბოხი გამოუცხადა კულტურას, ცივილიზაციას, ყველაფერს,სადაც რელიგიის ნაკვალევი იყო. საბოლოოდ, შერისხეს მისმა თანამედროვეებმა. იმისთვის შერისხეს, რომ ის იყო თავისუფალი ადამიანი. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამ სამყაროში მოიპოვა თავისუფლება და ადამიანებს გაუხსნა გზა თავისუფალი აზროვნებისკენ.
== ახალგაზრდობა ==
ნიცშე დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ როკენში, [[საქსონია|საქსონიის]] პრუსიულ მხარეში. სახელი მას პრუსიის მეფის - [[ფრიდრიხ უილიამ IV]]-ის საპატივსაცემლოდ დაარქვეს, რომელიც ამ დღეს 49 წლის ხდებოდა. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას - ფრანცისკა ოელერს (1826-1897) ყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა - ელისაბედი და ბიჭი - ლუდვიგი. ნიცშეს მამა გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ - 1850 წელს გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს, ოჯახი დაუბრუნდა სახლს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრიდრიხ_ნიცშე“-დან