ნორფოლკი (კუნძული): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 127:
 
1913 წელს ნორფოლკმა მიიღო ავსტრალიის «გარე ტერიტორიის» სტატუსი და მას მართავდა ადმინისტრატორი, რომელსაც ნიშნავდა ავსტრალიის მთავრობა.
 
== ხელისუფლება და პოლიტიკა ==
ნორფოლკის კუნძული ავსტრალიის ერთადერთი არამატერიკული თვითმართვადი ტერიტორიაა, თანახმად 1979 წელს [[ავსტრალიის პარლამენტი]]ს მიერ მიღებული კანონისა (Norfolk Island Act 1979).
 
[[ავსტრალიის მონარქია]] და ფედერალური მთავრობა კუნძულზე წარმოდგენილია ადმინისტრატორის მიერ (Administrator), რომელსაც ნიშნავს ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორი (Governor-General) ორი წლის ვადით.
 
საკანონმდებლო ასამბლეა (Legislative Assembly), შედგება ცხრა წევრისაგან და ირჩევა საყოველთაო არჩევნებით არაუმეტეს სამი წლის ვადით. ავსტრალიის პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა შესაძლებელია იმოქმედოს ნორფოლკის ტერიტორიაზე ან შეცვალოს მისი ნებისმიერი კანონი.
 
საკანონმდებლო ასამბლეის ყველა ცხრა ადგილი უკავია დამოუკიდებელ კანდიდატებს; 2007 წელს კუნძულზე სახელმწიფო მმართველობის სისტემის რეფორმისა და მათში პარტიული კანდიდატების ჩართვის მიზნით დაარსდა [[ავსტრალიის ლეიბორისტული პარტია|ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის]] ფილიალი.
 
საკანონმდებლო ასამბლეის ოთხი წევრისაგან შედგება აღმასრულებელი საბჭო (Executive Council), რომელიც განსაზღვრავს კუნძულის პოლიტიკას და აქვს კუნძულ ნორფოლკის ადმინისტრატორის კონსულტატიური ორგანოს ხარისხი.
 
დღეისათვის კუნძულის აღმასრულებელი საბჭო შედგება მთავარი მინისტრისაგან (Chief Minister), [[ტურიზმი]]ს, [[მრეწველობა|მრეწველობის]] და განვითარების, [[ფინანსები|ფინანსთა]], საზოგადოებრივი სამსახურის მინისტრებისაგან და გენერალური პროკურორისაგან.
 
ნორფოლკის კუნძულს საზღვარგარეთ არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, არ არის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, გარდა [[სპორტი|სპორტული]] ორგანიზაციებისა.
 
2010 წელს კუნძულ ნორფოლკის მთავარმა მინისტრმა დევიდ ბაფეტმა განაცხადა, რომ კუნძული მზადაა თავისივე ნებით დათმოს თვითმმართველობის სტატუსი, მნიშვნელოვანი ვალების დასაფარად ავსტრალიის ფედერალური [[ბიუჯეტი]]დან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ.
 
კუნძულზე მოქმედებს ნორფოლკის კუნძულის უმაღლესი სასამართლო (Supreme Court of Norfolk Island).
 
== დემოგრაფია ==