გამარჯობა. ვადევნებ თვალს შენს ბოლოდროინდელ აქტიურობას და ძალიან მიხარია. თუმცა შენთან ერთი შესწორება მაქვს: შენს დაწერილ სტატიებში ხშირად ვხვდები სიტყვას - რამოდენიმე, რაც არასწორია, ერთადერთი სწორი ფორმა გრამატიკულად რამდენიმეა. დიდი არაფერი, მაგრამ კარგი იქნება, თუ მომავალში გაითვალისწინებ. კიდევ არის რაღაცები გაუმართავი შენს ნაწერებში, მაგრამ ეგ მერე. უმთავრესია, ასეთი შემართებით გააგრძელებ მუშაობას. ;) --Saliner 14:17, 22 ივლისი 2014 (UTC)

მადლობარედაქტირება

ჩემი ნამდვილი ნომერია 94.43.16.210. ახლა სახლში არა ვარ. ვიმყოფები ჯავახეთში (ნინოწმინდის რაიონში) სამსახურის გამო. შენიშვნისთვის მადლობა. ვმუშაობ უბრალოდ ინტერესის გამო. ჩემი აზრით ქართული ვიკი ძალიან ღარიბია და რაც მე შემიძლია ვცდილობ დავუმატო. თუ შემისწორებთ ჩემს ნამუშევარს რა თქმა უნდა ყველას მადლობას გადავუხდი. 81.95.161.254 16:19, 22 ივლისი 2014 (UTC)

ჩვენი ვიკის სიმწირეში სრულიად გეთანხმები. კარგი იქნება თუ დარეგისტრირდები და თქვენს საცნობად ნომერი აღარ იქნება საჭირო. --Saliner 17:11, 28 ივლისი 2014 (UTC)