მამია V გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 30:
'''მამია V გურიელი''' (დ. [[1789]] ― გ. [[20 სექტემბერი]], [[1826]]), [[გურიის სამთავრო|გურიის]] მთავარი [[1809]]-[[1826]], [[სიმონ III გურიელი]]ს ძე.
 
[[1809]] [[რუსეთის იმპერია|რუსეთს]] მფარველობაში მიღება სთხოვა. [[1810]] წლის [[19 ივნისი|19 ივნისს]] ხელშეკრულებით გურია ავტონომიური უფლებით რუსეთის იმპერიაში შევიდა. ატარებდა ანტიოსმალურ პოლიტიკას. გარდაქმნა მმართველობის სისტემა, შემოიღო მკაცრი ანგარიშიანობა, დააწესა ბაზრობა [[ნაგომარი|ნაგომარში]], ხელს უწყობდა შინამრეწველობის განვითარებას, ევროპულ წეს-ჩვეულებათა დანერგვას, ტექნიკური კულტურების (ინდიგო, რამი) გავრცელებას. მან პირველმა შემოიტანა [[ჩაი]] საქართველოში. დააარსა ქსენონი, წამოიწყო დიდი საამშენებლო სამუშაოები, ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას, მოიწვია შოტლანდიელი აგრონომი [[იაკობ მარი]], რომელსაც [[ოზურგეთი|ოზურგეთში]]ბაღის გაშენება დაავალა. [[1819]]-[[1820]] წლების [[იმერეთის აჯანყება 1819-1820|იმერეთის აჯანყების]] დროს იძულებული გახდა რუსეთის მხარეზე დამდგარიყო. მამიას გარდაცვალების შემდეგ გურიის მთავარი მისი მცირეწლოვანი ძე [[დავით გურიელი|დავითი]] გახდა, რეგენტი კი — მამიას ქვრივი [[სოფიო გურიელი|სოფიო]].
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|6|396|ჩხატარაიშვილი ქ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამია_V_გურიელი“-დან