სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 59:
==კურორტი==
 
სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. უშუალოდ კურორტის დაქვემდებარებაშია 3 ჰექტარი ტერიტორია. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი. (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსი) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსი). ნალექები 1600 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის სუსტი [[სულფიდები|სულფიდური]], [[სულფატები|სულფატურ]]-[[ჰიდროკარბონატები|ჰიდროკარბონატული]] [[ნატრიუმი]]ანი მინერალური წყალი (ტემპერატურა 35 გრადუსი), რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
 
კურორტს აქვს საკუთარი [[პოლიკლინიკა]] და ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა.