ჭანიეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
ჭანიეთი, სხვა მეზობელ სოფლებთან ერთად, შედიოდა [[ლიხაური]]ს სასოფლო საზოგადოებაში. ისტორიულ წყაროებში ჭანიეთი ლიხაურისგან დამოუკიდებლად იშვიათად იხსენიება. 1870-იან წლებში ჭანიეთი და ქაქუთი მოინახულა და აღწერა [[დიმიტრი ბაქრაძე]]მ. მანვე აღწერა ჭანიეთში სასაფლაოზე მდგარი ახალაშენებული [[მთავარანგელოზი|მთავარანგელოზთა]] სახელობის ხის ეკლესია. ეკლესიაში ინახებოდა [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] ვერცხლის ხატი, რომელსაც ამაგრებდნენ ტარზე და დროშის სახით იყენებდნენ. წარწერაში მოხსენიებულია დედოფალი [[რუსუდანი (დიპლომატი)|რუსუდანი]], სავარაუდოდ, [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III]]-ის და. გადმოცემის თანახმად მთავარანგელოზთა ეკლესია უნდა აშენებულიყო ე.წ. საჯვარეზე. ეს იყო სალოცავი ადგილი, სადაც აღმართული იყო [[ჯვარი|ჯვრის]] ფორმის ქვა, რომელიც ამჟამად დაკარგულია. ეკლესიის მრევლი შეადგენდა 75 კომლს. ეკლესია მოხატული იყო. 1920-იან წლებში ეკლესია დაანგრიეს და ხის მასალით სოფლის კლუბი ააშენეს. გარდა მთავარანგელოზთა ტაძრისა, ჭანიეთში იდგა [[გურიელები|გურიელთა]] კარის ეკლესია და შავიშვილთა კარის ეკლესია. გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო [[სიმინდი]] და [[ღომი]], აგრეთვე ვაზის ადგილობრივი ჯიში [[ჩხავერი]]. იმ ადგილებს, სადაც ვენახი იყო გაშენებული, შემორჩენილი აქვს სახელი ჩხავნარა.
 
1929-30 წლებში პერიოდში ჭანიეთი გამოეყო ლიხაურის საზოგადოებას და [[ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ქაქუთთან]] და [[ვაშტიალი|ვაშტიალთან]] ერთად შექმნა ცალკე სასოფლო საბჭო. შეიქმნა ვალერიან ბაქრაძის სახელობის [[კოლმეურნეობა]]. დაიწყო [[ჩაი]]ს გაშენება. ასევე სოფელში იყო გაშენებული იყო [[ციტრუსები]], [[ვენახი]], ხეხილი და [[ტუნგი]]. [[1958]] წლის [[14 მაისი|14 მაისს]] ჭანიეთის კოლმეურნეობაში, ლაითურისა და ლიხაურის, პარალელურად პირველად გამოსცადეს [[ჩაი]]ს საკრეფი მანქანა, რაც იმდროინდელმა პროპაგანდამ საბჭოთა მეურნეობის უდიდეს წარმატებად გამოაცხადა.<ref>''მ. კილაძე, გ. ჭელიძე'' „პირველი ნაბიჯები ფართო გზაზე“ გაზეთი „ლენინის დროშა“, N57 გვ 1. — 1958 წ.</ref> 1930-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე სოფელში მუშაობდა [[კრამიტი]]სა და [[აგური]]ს ქარხნები. მისი მუშაობა შეწყდა ნედლეულის ამოწურვის გამო. 1990-იან წლებში განადგურდა ჩაის ფართობების დიდი ნაწილი და სხვა სამეურნეო ობიექტები.
 
1955 წელს ჭანიეთის კოლმეურნეობას ეწოდა [[შოთა რუსთაველი]]ს სახელი. 1966-67 წლებში მოხდა სოფლის ცენტრის რეკონსტრუქცია. დაინგრა ძველი შენობები და აშენდა ახალი, სადაც სოფლის ადმინისტრაცია და კულტურული დაწესებულებები განტავსდა. დაიდგა რუსთაველის ძეგლი. 2011 წელს სოფელი დაიყო 11 ქუჩად და თითოეულს მიენიჭა საკუთარი სახელი, მოხდა სოფლის გაზიფიცირება, ცენტრში გაშენდა [[ილია II]]-ის სახელობის სკვერი.
 
==ეკონომიკა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭანიეთი“-დან