ჭანიეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 53:
ჭანიეთი, სხვა მეზობელ სოფლებთან ერთად, შედიოდა [[ლიხაური]]ს სასოფლო საზოგადოებაში. ისტორიულ წყაროებში ჭანიეთი ლიხაურისგან დამოუკიდებლად იშვიათად იხსენიება. 1870-იან წლებში ჭანიეთი და ქაქუთი მოინახულა და აღწერა [[დიმიტრი ბაქრაძე]]მ. მანვე აღწერა ჭანიეთში სასაფლაოზე მდგარი ახალაშენებული [[მთავარანგელოზი|მთავარანგელოზთა]] სახელობის ხის ეკლესია. ეკლესიაში ინახებოდა [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] ვერცხლის ხატი, რომელსაც ამაგრებდნენ ტარზე და დროშის სახით იყენებდნენ. წარწერაში მოხსენიებულია დედოფალი [[რუსუდანი (დიპლომატი)|რუსუდანი]], სავარაუდოდ, [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III]]-ის და. გადმოცემის თანახმად მთავარანგელოზთა ეკლესია უნდა აშენებულიყო ე.წ. საჯვარეზე. ეს იყო სალოცავი ადგილი, სადაც აღმართული იყო [[ჯვარი|ჯვრის]] ფორმის ქვა, რომელიც ამჟამად დაკარგულია. ეკლესიის მრევლი შეადგენდა 75 კომლს. ეკლესია მოხატული იყო. 1920-იან წლებში ეკლესია დაანგრიეს და ხის მასალით სოფლის კლუბი ააშენეს. გარდა მთავარანგელოზთა ტაძრისა, ჭანიეთში იდგა [[გურიელები|გურიელთა]] კარის ეკლესია და შავიშვილთა კარის ეკლესია. გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო [[სიმინდი]] და [[ღომი]], აგრეთვე ვაზის ადგილობრივი ჯიში [[ჩხავერი]]. იმ ადგილებს, სადაც ვენახი იყო გაშენებული, შემორჩენილი აქვს სახელი ჩხავნარა.
 
1929-30 წლებში პერიოდში ჭანიეთი გამოეყო ლიხაურის საზოგადოებას და [[ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ქაქუთთან]] ერთად შექმნა ცალკე სასოფლო საბჭო. დაიწყო [[ჩაი]]ს გაშენება. XX საუკუნის [[1950-იანები|50-იან]] წლებში ჩაი გაშენებული იყო 143 ჰექტარზე, ასევე სოფელში იყო 50 ჰა [[ციტრუსები]]ს, 30 ჰა [[ვენახი]]სა და ხეხილის და 20 ჰა [[ტუნგი]]ს პლანტაციები.<ref>''რუსიეშვილი გ.'' „ჩვენი სოფელი დღეს“ გაზეთი „ლენინის დროშა“, N2 გვ 3. — 1955 წ.</ref> [[1958]] წლის [[14 მაისი|14 მაისს]] ჭანიეთის კოლმეურნეობაში, ლაითურისა და ლიხაურის, პარალელურად პირველად გამოსცადეს [[ჩაი]]ს საკრეფი მანქანა, რაც იმდროინდელმა პროპაგანდამ საბჭოთა მეურნეობის უდიდეს წარმატებად გამოაცხადა.<ref>''მ. კილაძე, გ. ჭელიძე'' „პირველი ნაბიჯები ფართო გზაზე“ გაზეთი „ლენინის დროშა“, N57 გვ 1. — 1958 წ.</ref>ამ დროს სოფელში დასახლდნენ [[სომხები]], რომლემაც სოფელი 15-20 წლის შემდეგ დატოვეს, მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დარჩა. მათ დასახლებას პირობითად „ერევნის ქუჩას“ უწოდებდნენ. 1930-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე სოფელში მუშაობდა [[კრამიტი]]სა და [[აგური]]ს ქარხნები. მისი მუშაობა შეწყდა ნედლეულის ამოწურვის გამო. 1990-იან წლებში სოფელში იყო 80 ჰა [[ჩაი]]სა და 165 ჰა [[სიმინდი]]ს ფართობი.
 
==მოსახლეობა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭანიეთი“-დან